როგორ მივიღოთ მზის სხივების ვიტამინი კორონავირუსის პანდემიის პირობებში

როგორ მივიღოთ მზის სხივების ვიტამინი კორონავირუსის პანდემიის პირობებში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი სოციალური დისტანციაა.

ბევრი ადამიანი მედიკოსთა რეკომენდაციას ითვალისწინებს და ქუჩაში იშვიათად ან განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გადის, დახურულ სივრცეში პირბადეს ატარებს, გარშემომყოფთაგან ფიზიკურ დისტანციას იცავს და სხვა.

რა გზით შეიძლება კორონავირუსის პანდემიის პირობებში D ვიტამინის, მზის სხივების ვიტამინის მიღება? მზიან ამინდში შეგიძლიათ გახვიდეთ აივანზე ან გააღოთ ფანჯარა.

ამ ვიტამინს შეიცავს ზოგიერთი პროდუქტი და კარგი იქნება თქვენს რაციონშიც თუ ჩართავთ, მაგალითად, რეკომენდებულია: თევზი, სოკო, კვერცხი, რძის პროდუქტები, მარცვლეული, იოგურტი, ფორთოხალი.

დაუშვებელია ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის გარეშე D ვიტამინის ტაბლეტის სახით თვითნებურად მიღება! ექიმი ტაბლეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოწერს, თუ ანალიზის (D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში) პასუხის შესაბამისად, ლაბორატორიულად დადასტურდება, რომ თქვენი ორგანიზმი ამ ვიტამინის დეფიციტს განიცდის.

რა არის D ვიტამინი?

მზის სხივების ვიტამინი სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის - დადებითად აისახება იმუნურ სისტემასა და გუნება-განწყობილებაზე, ძვალ-სახსროვან სისტემაზე. D ვიტამინის დეფიციტისას, როგორც წესი, ვლინდება შემდეგი სიმპტომები: დაქვეითებული იმუნიტეტი, ძვლისა და კუნთის ტკივილი, დაღლილობა, განწყობის ცვლილება.

წყარო:

     https://www.khaleejtimes.com/coronavirus-pandemic/combating-coronavirus-how-to-get-your-daily-dose-of-vitamin-d-while-staying-home-in-uae