რა ტიპის გართულებებს იწვევს პრედიაბეტი?

რა ტიპის გართულებებს იწვევს პრედიაბეტი?

პრედიაბეტი საყურადღებო მდგომარეობაა.

იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც განგაშის ზარი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ დიაბეტისკენ მიმავალ გზაზე ვიმყოფებით.

გართულებული კლინიკური შემთხვევები
პრედიაბეტის ყველაზე სერიოზული შედეგი დიაბეტი ტიპი ორის პროგრესირებაა.

დიაბეტი ტიპი 2 კი ისეთი პათოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს როგორიცაა:

  •  მაღალი არტერიული წნევა;
  •  მაღალი ქოლესტეროლი;
  •  გულის დაავადება;
  •  ინსულტი;
  •  თირკმლის დაავადება;
  •  ნერვის დაზიანება;
  •  მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ შორის მხედველობის დაკარგვა;
  •  ამპუტაცია.

პრევენცია

პრედიაბეტის პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი ჯანსაღი ცხოვრების წესია და ეს ხერხი მაშინაც კი ამართლებს თუ დიაბეტით ოჯახის წევრები ავადობენ, ანუ გამოკვეთილია ოჯახური ანამნეზი.

პრევენციისთვის რეკომენდებულია:

  •  მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები;
  •  ფეხით იარეთ მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში;
  •  სიმსუქნის შემთხვევაში დაიკელით ზედმეტი წონა;
  •  აკონტროლეთ წნევისა და ქოლესტეროლის მაჩვენებელი;
  •  უარი თქვით თამბაქოზე.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/prediabetes/symptoms-
causes/syc-20355278