თაფლი - ტკბილი და გემრიელი, ბუნებრივი წამალი  ორგანიზმისთვის

თაფლი - ტკბილი და გემრიელი, ბუნებრივი წამალი ორგანიზმისთვის

რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უნდა მიირთვათ თაფლი.

თაფლი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით.

თაფლი შედგება ფლავონოიდებისგან; აღნიშნული ანტიოქსიდანტი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. როდესაც უჯრედი თავისუფალი რადიკალების მავნებელი ზემოქმედებისგანაა დაცული, მნიშვნელოვნად დაბალია სხვადასხვა ტიპის დაავადების განვითარების რისკი.

თაფლი გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით, შეუძლია მარტივად ებრძოლოს ორგანიზმში შეჭრილ ბაქტერიებსა თუ ვირუსებს. თაფლის შემადგენლობაშია წყალბადის ზეჟანგი, რომელიც ამ გემრიელ საკვებს ანტიმიკრობულ თვისებებს სძენს.

წარმოგიდგენთ თაფლის სასარგებლო თვისებებს:

  •  აძლიერებს იმუნიტეტს;
  •  აქვეითებს არტერიულ წნევასა და ცუდ ქოლესტერინს, შესაბამისად, სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის;
  •  სასარგებლოა ჭრილობების შეხორცების პროცესისთვის;
  •  ამსუბუქებს ყელის ტკივილითა და ხველით გამოწვეულ დისკომფორტს;
  •  ენერგიას გმატებთ;
  •  ზრუნავს ტვინზე;
  •  უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს;
  •  რეკომენდებულია დიარეას დროს.

წყარო:
https://nectahive.com/blogs/blog/the-top-10-health-benefits-of-honey