იტალიური თერმული კურორტი Terme Di Sirmione
ლომბარდიის რეგიონში, სირმიონეს კომუნაში მდებარეობს თვალწარმტაცი თერმული კურორტი Terme Di Sirmione.
კურორტი გარდის ტბის სანაპიროზეა.
Terme Di Sirmione ნამდვილი ბუნებრივი სამოთხეა, რომელიც თერმული წყლის წყაროსგან შედგება. საშუალება გეძლევათ, რომ ერთდროულად დაისვენოთ და განიტვირთოთ უმშვენიერეს გარემოში, იზრუნოთ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.
აღსანიშნავია, რომ Terme Di Sirmione იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მინერალური წყლებით მდიდარი კურორტია. მისი გოგირდოვანი წყალი მსოფლიოში ცნობილია საპროფილაქტიკო და სამკურნალო თვისებებით.
ვიზიტორთა განკარგულებაშია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Grand Hotel Terme, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები Hotel Sirmione, Promessi Sposi, Hotel Acquaviva del Garda და 3-ვარსკვლავინი სასტუმრო Hotel Fonte Boiola.
ყველა სასტუმროშია თერმული სპა ცენტრები, საცურაო აუზები, მასაჟისთვის განკუთვნილი სივრცე, საუნა, ესთეტიკური მედიცინის განყოფილება.
დაწესებულებაში ხელმისაწვდომია საინჰალაციო თერმული მკურნალობა, ტალახის აბაზანა, ბალნეოთერაპია.
დამსვენებლებს ასევე ძალიან მოსწონთ სკვერში სეირნობა, რომელიც კურორტს გარს აკრავს. სკვერიდან დაუვიწყარი ხედი იშლება ტბაზე და განსაკუთრებით მიმზიდველი მზის ჩასვლის დროსაა.
სასტუმროს სივრცეში ხშირად იმართება კონფერენციები, სემინარები, ვორქშოპები, ბიზნეს შეხვედრები.
ცალკე აღნიშვნის ღირსია რესტორანი, სადაც უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ. მენიუს შედგენაში მონაწილეობს დიეტოლოგი. რესტორანი მასპინძლობს როგორც ადგილობრივ სტუმრებს, ისე კორპორაციულ წვეულებებს.
ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: hticenter18@gmail.com