ტრადიციული ტაილანდური მასაჟი

ტრადიციული ტაილანდური მასაჟი

ტრადიციული ტაილანდური მასაჟი - ტრადიციული ტაილანდური მასაჟი არის ენერგიების მწყობრში მოყვანის ექსტრაორდინალური მეთოდი, რომელიც გულისხმობს სხეულის კონკრეტულ ადგილებზე ძალის ზომიერ კონცენტრაციას.

ამ დროს ხდება მუსკულატურის შეკუმშვა-მოდუნება, რაც გეხმარებათ დასვენებაში.

მასაჟის სხვა სახეობებთან შედარებით, ტრადიციული ტაილანდური მასაჟი ყველაზე მეტად აღავსებს ადამიანს ენერგიით.

ხალხმა აღმოაჩინა რომ ტრადიციულ ტაილანდურ მასაჟს აქვს სარელაქსაციო თვისებები, იგი აქრობს სტრესს, აუმჯობესებს ცირკულაციას, ავსებს ენერგიით, ზრდის მოქნილობისა და მგრძნობელობის დონეს.