რომაული საუნა

რომაული საუნა

ორთქლის ეფექტი არომათერაპიასთან ერთად – ეს კომბინირებული რომაული საუნაა, რომელსაც მრავალმრხივი სამკურნალო თვისება გააჩნია.

ძველ რომში, საუნა გლადიატორების საყვარელი ადგილი იყო. ბრძოლის შემდეგ, ისინი სწორედ საუნაში აღიდგენდნენ ძალებს და იჯანსაღებდნენ ნაიარევ სხეულს. საუნა მკურნალობის საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა.

რომაული საუნასთვის დამახასიათებელია მაღალი ტენიანობა და მისი რეგულარული სტუმრობისას, თქვენ შეძლებთ გაიმკვრივოთ სხეული და გაიახალგაზრდავოთ კანი, მოიხსნათ კუნთების დაჭიმულობა და ტკივილის შეგრძნება, გამოდევნოთ ორგანიზმიდან ტოქსინები, გაიძლიეროთ იმუნიტეტი, მოიწესრიგოთ კაპილარული მიმოქცევა, დაემშვიდობოთ დეპრესიას და შეიქმნათ ჰარმონია.

რომაული საუნა ხელს უწყობს:

  • წონის კორექციას;
  • ცელულიტის დაშლასა;
  • კუთნთების დაძაბულობისა და სახსრების ტკივილის მოხსნას;
  • ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას;
  • კაპილარული მიმოქცევის მოწესრიგებას;
  • კანის გაახალგაზრდავებასა და გამკვრივებას;
  • იმუნიტეტის გაძლიერებას;

ტენიანობა 100%; ტემპერატურა – 42-44℃; დრო – 10-20 წუთი.