Zagorye

Zagorye

Zagorye 1991 წლიდან წარმატებით ოპერირებს ტურისტულ ბაზარზე.

კომპანია, რომელიც კიევში მდებარეობს, მომხმარებლებს სთავაზობს ტურისტულ პაკეტებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

კომპანიაში შესაძლებელია ავიაბილეთების, სასტუმროების, ვილებისა თუ ბინების დაჯავშნა. Zagorye გაგიწევთ სავიზო მხარდაჭერას საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებს როგორც ტურისტული, ისე საქმიანი ვიზიტის დროს.

აღნიშნული ტურისტული კომპანიით შესაძლებლობა გეძლევათ ეწვიოთ ევროპასა და აზიას, ლათინურ ამერიკას - ასევე გაატაროთ დაუვიწყარი შვებულება ეგზოტიკურ კურორტებზე.

მოგეხსენებათ, კრუიზი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გარანტია და ამ წუთებს უფრო მეტად ალამაზებს Zagorye, რომელიც ყველაზე წარმატებულ საკრუიზო კომპანიებთან და იახტ კლუბებთან თანამშრომლობს.

აღნიშნული ტურისტული კომპანიის წარმატებული ისტორია 1991 წელს დაიწყო.

ორგანიზაცია დააფუძნეს იგორ და ოქსანა კოროლენკოებმა.

ფაქტობრივად, კომპანია იმ წლიდან ფუნქციონირებს, როდესაც უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ტურიზმის სექტორში პირველ ნაბიჯებს დგამდა.

Zagorye ერთ-ერთი პირველი უკრაინული ტურ-ოპერატორი გახდა, რომელმაც 1994 წელს ლიცენზია მოიპოვა და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის სერტიფიცირებულ აგენტთა სიას შეუერთდა. სწორედ Zagorye წარმოადგენს პირველ ტურისტულ კომპანიას ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც მალდივებისა და სეიშელის მიმართულებით ჩარტერული რეისების ორგანიზებული პაკეტი შეადგინა.    

ტურისტული კომპანია 20 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს როგორც უკრაინაში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მაგალითად:

  • 2015 წელს ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის (Alfa Jazz) ტურისტული პარტნიორი იყო; 
  • 2014 წელს საერთაშორისო სასტუმროთა ქსელმა Four Seasons Hotels and Resorts მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა;  
  • 2013 წელს ორგანიზაცია Kerzner International-ის (სასტუმროთა ქსელი) მთავარი პარტნიორი გახდა;
  • 2012 წელს მონაწილეობდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებში;
  • 2011 წელს იყო გოლფის ეროვნული ტურნირის (World Cup) ორგანიზატორი;
  • ამავე წელს გლობალურმა საკრუიზო კომპანიამ Royal Caribbean Cruises საუკეთესო გაყიდვების აგენტად დაასახელა;
  • 2005 წელს პრესტიჟული უკრაინული ტურისტული ჯილდოს „საუკეთესო ტურისტული სააგენტო“ მფლობელი გახდა.  

ტურისტული კომპანია ზრდა-განვითარებას განაგრძობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უამრავი მოგზაურის ბედნიერ, უსაფრთხო და კომფორტულ დასვენებაზე ზრუნავს.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com