ბათუმი

ბათუმი

ბათუმი მდებარეობს თბილისიდან 350 კმ-ში, შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის საზღვრიდან 15 კმ-ში (9,5 მილი). აჭარის რეგიონის მთავარი ქალაქი - ბათუმი 2012 წელს ამერიკის მასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილად დაასახელა, Forbes-მა კი თავის რეიტინგში „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელი საუკეთესო კურორტების ხუთეულში შეიყვანა, თუმცაღა, აქ წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ საქმიანად თუ უბრალოდ დასასვენებლად, ქალაქს შეუძლია ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებსაც უმასპინძლოს და სასიამოვნოდ გაატაროთ ოჯახური „ვიქენდებიც“.

ბათუმი ხომ თავისი ძველი და ახალი არქიტექტურით, უძველესი პორტით, ევროპული მოედნებით, მაღალი კლასის სასტუმროებითა და უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობით თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო სახე და კულტურული ცენტრია. აქამდე მოსვლასაც ადვილად შეძლებთ. ბათუმამდე მოგზაურობა მარტივადაა შესაძლებელი, როგორც საჰაერო და სახმელეთო, ასევე საზღვაო ტრანსპორტით, როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებიდან.
ბათუმი გთავაზობთ მრავალფეროვან გართობას: აკვაპარკს, საცხენოსნო კლუბს, პანორამულ ბორბალს, საზღვაო გასეირნებას, ფლაიბორდს, დაივინგ-ცენტრს, პარაპლანს, ველოგასეირნებას, კინოს, კაზინოს. აქ შეგიძლიათ დაესწროთ კლასიკური მუსიკისა და ჯაზის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალებს, რომლებზეც უკვე არაერთმა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა გაიბრწყინა.
ბათუმი არის მიმზიდველი ქალაქი და პოპულარული კურორტი მათთვის, ვისაც უყვარს ზღვა და დასვენება. ქალაქის ჩრდილოეთით არის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდიდარია სუბრტოპიკული და ტროპიკული, ეგზოტიკური მცენარეებით. ბათუმი ასვე ჩაისა და ციტრუსის ცენტრია საქართველოში.