გურჯაანის რაიონში, ალაზნის ველზე არსებული ეს კურორტი ზღვის დონიდან 410-430 მეტრზე მდებარეობს. კლიმატი ზომიერად კონტინენტურია, ზამთარი - რბილი. ფოთლოვან ტყეებთან ერთად ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს ქმნის დაბალი მთის ჰავა და ფსევდოვულკანური წარმოშობის ტალახი. მკურნალობენ: ტალახის აბაზანებით (ზოგადით და ადგილობრივით), ვაგინალური და რექტალური ტამპონებით, პასიური კლიმატოთერაპიით. ახტალაში (კუმისი) მკურნალობის ჩვენებებია: გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები, მათ შორის - უშვილობა, გამოწვეული საშვილოსნოს, ფალოპის მილების და საკვერცხეების ანთებითი პროცესებისა და საშვილოსნოს თანდაყოლილი განუვითარებლობით, მენოპაუზა, კლიმაქსური პერიოდი ონკოლოგიური დაავადებების გარეშე; მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, ჰიპომენორეა და სხვა.