ასთენია - ფიზიკური სისუსტე, დაუძლურება, უენერგიობა

ასთენია - ფიზიკური სისუსტე, დაუძლურება, უენერგიობა

რა არის ასთენია?

ასთენია სამედიცინო ტერმინია, რომელიც განიმარტება როგორც ფიზიკური სისუსტე, დაუძლურება, უენერგიობა.

ასთენიას შესაძლოა გრძნობდეთ ორგანიზმის კონკრეტულ, სპეციფიკურ უბანში ან უჩიოდეთ მთლიან სხეულში.

რა განსხვავებაა ასთენიასა და დაღლილობას შორის?

დაღლილობა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური აქტივობის, ძალისხმევის შედეგი.

ასთენია ნიშნავს სხეულის ისეთ სისუსტეს, რომ ადამიანს დამოუკიდებლად უჭირს ნებისმიერი ტიპის ფიზიკური აქტივობა ან გონებრივი სამუშაოს შესრულება.

ასთენია შემდეგი მდგომარეობების სიმპტომია:

• მკვებავი ნივთიერებების დისბალანსი;
• ძილის აპნოე; 
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
• ინფექცია;
• ინსულტი; 
• გულის დაავადება; 
• კუნთის პრობლემები;
• პარკინსონის დაავადება; 
• გაფანტული სკლეროზი; 
• დიაბეტი; 
• დეპრესია;
• ფილტვის დაავადება; 
• ქრონიკული ტკივილი; 
• ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
• კიბო.

თავისთავად, ასთენია შესაძლოა იყოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური დაბერების პროცესის გამოვლინებაც, რადგან ხანდაზმულ ასაკში ადამიანი კარგავს კუნთის ქსოვილსა და სიძლიერეს, სიმტკიცეს.

 

 

 

 

 

 

წყარო:   

https://www.medicalnewstoday.com/articles/asthenia-weakness