გენეტიკური კვლევა - შეიტყვეთ ხართ თუ არა კიბოს განვითარების რისკის ქვეშ!

გენეტიკური კვლევა - შეიტყვეთ ხართ თუ არა კიბოს განვითარების რისკის ქვეშ!

კიბო თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა.

მსოფლიოს მასშტაბით, კიბო კვლავ რჩება სიკვდილის რიგით მეორე გამომწვევ მიზეზად.

კიბოს ჩამოყალიბების ძირითადი რისკ-ფაქტორებია: თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება, არაჯანსაღი კვების რაციონი, არააქტიური ცხოვრების წესი, დაბინძურებული ჰაერი, ქრონიკული ინფექციები, სტრესი და სხვა.

კიბოთი ავადობის კლინიკურ შემთხვევებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტირებითა და შესაბამისად, დროული მკურნალობით.

სკრინინგი და დროული დიაგნოსტირება ონკოლოგებს საშუალებას აძლევს ეფექტურად მართონ ზოგიერთი სახეობის კიბო ან ადრეულ სტადიაზე სრულიად განკურნონ დაავადება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კიბოთი სიკვდილიანობის დაახლოებით ერთი მესამედი განპირობებულია თამბაქოთი, სხეულის მასის მაღალი ინდექსით, ალკოჰოლით, არააქტიური ცხოვრების წესითა და არაჯანსაღი რაციონით (როცა პიროვნება არ იკვებება ხილით და ბოსტნეულით).

რას ნიშნავს გენური მუტაცია და აქვს თუ არა კიბოს კავშირი გენეტიკასთან?

კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 5-დან 10%-ში გვხვდება გენური მუტაცია, რომელიც მემკვიდრეობითია ან ოჯახში ცირკულირებს (ოჯახის წევრიდან წევრზე გადადის).

გაითვალისწინეთ, რომ მემკვიდრული გენეტიკური მუტაცია სრულებით არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად კიბოთი დაავადდებით. მარტივად რომ ვთქვათ შეიძლება ორგანიზმში იყოს კიბოს უჯრედი, თუმცა კიბოს დაავადებად არ ჩამოყალიბდეს; თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ კიბოს განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფში ხართ.

კვლევით ბევრი მემკვიდრული მუტირებული გენის გამოვლენაა შესაძლებელი და ამ ანალიზს ეწოდება წინასწარი გენეტიკური ტესტირება.

ვინ უნდა ჩაიტაროს ანალიზი და ვინ არის კიბოს განვითარების რისკ-ჯგუფში?

ანალიზი რეკომენდებულია იმ პირისთვის, ვის ოჯახშიც სხვადასხვა ტიპის კიბოთი ავადობენ, ანუ გენის მუტაციის რისკი არსებობს.

სასურველია ანალიზი ჩაიტაროთ თუ:

  • კიბოთი ავადობენ თქვენი პირველი ხარისხის ნათესავები (დედა, მამა, და, ძმა, შვილები);
  • მშობლების ერთი მხრიდან ბევრ ნათესავს ჰქონდა ერთი და იმავე ტიპის კიბო;
  • ოჯახის წევრს დაუდგინდა ერთზე მეტი ტიპის კიბო;
  • ოჯახის წევრები კიბოთი ავადობდნენ უჩვეულოდ ახალგაზრდა ასაკში (ანუ ასაკი, რომელიც უჩვეულოა კონკრეტული ტიპის კიბოსთვის);
  • ახლო ნათესავს აქვს კიბო, რომელიც დაკავშირებულია მემკვიდრული კიბოს სინდრომთან;
  • ოჯახის წევრს აქვს იშვიათი ტიპის კიბო (მაგალითად, მამაკაცი ავადობს ძუძუს კიბოთი ან აქვს რეტინობლასტომა, ანუ თვალის კიბო);
  • დაავადება/პათოლოგია, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს გენეტიკურ კიბოსთან (მაგალითად, დიაგნოსტირდა მსხვილი ნაწლავის ბევრი პოლიპი);
  • ოჯახის ერთმა ან რამდენიმე წევრმა ჩაიტარა გენეტიკური კვლევა და ანალიზმა დაადასტურა ორგანიზმში მუტაციის არსებობა;
  • დაბადებისას თანდაყოლილი დეფექტი, რომელიც მემკვიდრული კიბოს სინდრომთანაა დაკავშირებული.

რა მიზნით ტარდება ანალიზი?

გენეტიკური კვლევა ეძებს სპეციფიკურ, მემკვიდრეობით მიღებულ ცვლილებებს (ვარიანტს, სახესხვაობას) პიროვნების გენებში. აღნიშნული გენეტიკური სახეობა შეიძლება იყოს მავნებელი, სასარგებლო ან სრულიად ნეიტრალური (უეფექტო), იყოს უცნობი, ან გამოირჩეოდეს გაურკვეველი ეფექტით დაავადების ჩამოყალიბების რისკზე.

ზოგიერთ გენში არსებული მავნებელი ცვლილება დაკავშირებულია კიბოს ჩამოყალიბების მომატებულ რისკთან.

რა შემთხვევაში ყალიბდება კიბო?

იმ შემთხვევაშიც კი თუ ოჯახში არსებობს კიბოსკენ მიდრეკილი, განწყობილი სახეობა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც მემკვიდრეობით აქვს აღნიშნული მუტირებული გენი მიღებული, აუცილებლად კიბო დაემართება. კიბოს ჩამოყალიბებაში სხვადასხვა, რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს და მათ შორის ცხოვრების წესი და გარემო ფაქტორებიც.

გენეტიკური ანალიზის შედეგი შესაძლოა იყოს შემდეგი:

  • დადებითი;
  • უარყოფითი;
  • ჭეშმარიტად უარყოფითი;
  • არაინფორმაციულად უარყოფითი;
  • გაურკვეველი მნიშვნელობის ტიპის;
  • კეთილთვისებიანი (უვნებელი) ფორმის.

რას უნდა ველოდეთ ანალიზის შემდეგ, რატომ არის კვლევის პასუხი მნიშვნელოვანი?

მოგეხსენებათ, გენეტიკა არის მეცნიერების ნაწილი, რომელიც შეისწავლის თუ როგორ ვიღებთ მემკვიდრეობით ფიზიკურ და ქცევით მახასიათებლებს, როგორც ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობას, ისე გენეტიკურ დაავადებებს, თანდაყოლილ პათოლოგიებს.

თუმცა ინდივიდის ყველა ნიშან-თვისება არ არის მემკვიდრეობით მიღებული და ზოგიერთს გარემო და აღზრდა განაპირობებს.

აღნიშნული გენეტიკური ანალიზის მთავარი დანიშნულებაა შეფასდეს რისკი, ანუ ლაბორატორიული გამოკვლევით დადგინდეს პირი არის თუ არა იმ გენის მატარებელი, რომელიც შესაძლოა გარკვეული მიზეზების გამო წლების შემდეგ კიბოდ ჩამოყალიბდეს.

წინასწარი გენეტიკური ტესტირება გამოირჩევა მაღალი სპეციფიკურობით; დადებითი პასუხის შემთხვევაში ექიმს უკვე ეცოდინება, რომ ადამიანი რისკ-ჯგუფში შედის, შესაბამისად, ონკოლოგი დაავადების განვითარების პრევენციისთვის გარკვეულ მეთოდებს შეიმუშავებს.

საპრევენციო ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს ცხოვრების წესის ცვლილებას, სპეციალურად თქვენთვის შერჩეულ კვების რაციონს, ფიზიკურ დატვირთვას, მედიკამენტურ თერაპიას, რეკომენდებულ სკრინინგ კვლევებს, წელიწადში რამდენჯერმე მთლიანი სხეულის გამოკვლევას და სხვა.

ყველა ამ მეთოდით შესაძლებელია როგორც დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა (შესაბამისად, დამარცხება), ისე პათოლოგიური პროცესის თავიდან არიდება.     

მიუხედავად ანალიზის პასუხისა, რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის კიბოს მიმართ გენეტიკური ტესტირება სასარგებლოა, რადგან:

  • უარყოფითი პასუხის დროს, რასაკვირველია, ადამიანი მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას, აღარ შეაწუხებს ეჭვი ხომ არ მივიღე მემკვიდრეობით მავნებელი გენის მუტაციაო;
  • დადებითი პასუხის შემთხვევაში ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა კიბოს რისკი მართოს და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლოს;
  • კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტს გენეტიკური ანალიზის დახმარებით ეცოდინება ხომ არ დგას სხვა ტიპის კიბოს განვითარების წინაშე;
  • ოჯახის წევრებს საშუალება აქვთ გაიგონ კიბოს რისკის შესახებ.

რას გთავაზობთ აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია?

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ კიბოს რისკის მატარებელი გენის პრედიქტიულ გამოკვლევებს.

ჩაიტარეთ კვლევა ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში, გაიგეთ სწორი დიაგნოზი, მიიღეთ სანდო და უტყუარი კვლევის პასუხი.

ჩაიტარეთ ანალიზი და შეამცირეთ კიბოს განვითარების რისკი. ეს არის ანალიზი, რომელიც რისკ-ფაქტორების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

კვლევა, რომლითაც ონკოლოგს საშუალება ეძლევა ადრეულ სტადიაზე გამოავლინოს დაავადება.

ანალიზი, რომლითაც შესაძლებელია კიბოსგან თავის არიდება, პრევენციული მეთოდების გატარება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: ilabgeo@gmail.com

კლინიკები

ტეგები: