საკვერცხის კიბო - რისგან იცავს ქალს გენეტიკური ანალიზი?

საკვერცხის კიბო - რისგან იცავს ქალს გენეტიკური ანალიზი?

ვინ უნდა ჩაიტაროს ანალიზი?

საკვერცხის კიბო

საკვერცხის კიბო ყალიბდება საკვერცხეში. კიბო ხშირად შეუმჩნევლად პროგრესირებს და მისი დიაგნოსტირება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც დაავადება ვრცელდება მენჯისა და მუცლის ღრუში. თუმცა ამ გვიან სტადიაზე საკვერცხის კიბოს მკურნალობა გაცილებით რთულდება. დაავადების ადრეულ სტადიაზე (როცა კიბო ჯერ მხოლოდ საკვერცხესაა მოდებული) დიაგნოსტირების შემთხვევაში პაციენტის გამოჯანმრთელების, მდგომარეობის ეფექტურად მართვის შანსი გაცილებით მაღალია.

როგორც წესი, საკვერცხის კიბოს მკურნალობენ ქირურგიული ჩარევით და ქიმიოთერაპიით.

საკვერცხის კიბოს დროს საკვერცხეში პათოლოგიური უჯრედები უკონტროლოდ მრავლდება, შედეგად სიმსივნე წარმოიქმნება. დროული მკურნალობის გარეშე კიბო შესაძლოა გავრცელდეს სხეულის სხვა არეში და მას საკვერცხის მეტასტაზური კიბო ეწოდება.

საკვერცხის კიბო ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა იშვიათად ორგანიზმი გარკვეული ნიშნებით გაფრთხილებთ.

ზოგიერთი ქალი დაბადებულია საკვერცხის კიბოს განვითარების რისკით. ამ რისკის დიაგნოსტირება სწორედ გენეტიკური კვლევითაა შესაძლებელი.

საკვერცხის კიბო და გენეტიკური ანალიზი

გენეტიკური კვლევით ხშირად ინტერესდებიან ის ქალბატონები, რომელთა ოჯახის წევრებსაც ტესტირებით დაუდასტურდათ ორგანიზმში BRCA1 და BRCA2 მუტირებული გენების არსებობა. BRCA1 და BRCA2 გენები დაკავშირებულია საკვერცხის და ძუძუს კიბოსთან.

ანალიზი რეკომენდებულია იმ შემთხვევებშიც, როდესაც სისხლით ნათესავს დაუსვეს საკვერცხის კიბოს დიაგნოზი ან ძუძუს კიბო დიაგნოსტირდა 50 წლამდე ასაკში.

როცა ტესტი დაადასტურებს, რომ საკვერცხის კიბოს განვითარების რისკის წინაშე ხართ, ექიმი გარკვეულ მეთოდებს შეიმუშავებს.

ანალიზის შედეგით ონკოლოგი რისკის დონეს აფასებს და შესაბამის გეგმას ადგენს.

შესაძლოა საჭირო გახდეს:

  • ქირურგიული პროცედურა, როდესაც ხდება საკვერცხის და ფალოპის მილების ამოკვეთა;
  • რისკის შემცირების მიზნით შესაძლოა დაინიშნოს ორალური კონტრაცეპტივები;
  • რეგულარული და ინტენსიური სკრინინგი საკვერცხის ულტრაბგერით. ამ კვლევის მიზანია ნებისმიერი პათოლოგიის გამოვლენა და სისხლში CA125 მარკერის დონის მონიტორინგი;
  • შვილოსნობის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გატარება.

ონკოლოგების განმარტებით, საკვერცხის კიბოთი ავადობის მაჩვენებელი იზრდება თუ პირის დედა, და ან ქალიშვილი ავადობდა, ან ახლა ავადობს კიბოთი. რაც უფრო მეტი ნათესავია საკვერცხის კიბოთი დაავადებული, რისკის დონეც იზრდება. საკვერცხის კიბოს რისკი მაღალია იმ შემთხვევაშიც თუ დაავადება აქვთ მამის მხრიდან ნათესავებს.

ასევე გასათვალისწინებელია ძუძუს კიბოთი და კოლორექტალური კიბოთი ავადობის ოჯახური ანამნეზიც.

რა უნდა იცოდეთ BRCA1 და BRCA2 გენებზე?

ნორმალურ პირობებში BRCA1 და BRCA2 გენები ორგანიზმს კონკრეტული ტიპის კიბოსგან იცავს, თუმცა იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც ამ გენებში მუტაცია ხდება, BRCA1 და BRCA2 სათანადოდ ფუნქციონირებას წყვეტს. თუ ადამიანი მემკვიდრეობით იღებს ამ მუტაციებს იმყოფება ძუძუს, საკვერცხის და სხვა ტიპის კიბოს განვითარების რისკ-ჯგუფში.

რა მიზნით ინიშნება გენეტიკური ანალიზი?

გენეტიკური ტესტით BRCA1 და BRCA2 გენებში მუტაციის გამოვლენაა შესაძლებელი.

კვლევით ასევე დიაგნოსტირდება სხვა სახეშეცვლილი გენებიც, რომელიც საკვერცხის კიბოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.

სტატისტიკის თანახმად, საკვერცხის კიბოს მქონე ყოველი 5 პაციენტიდან ერთი ქალბატონის ანალიზი დადებითია, ანუ დასტურდება, რომ ორგანიზმმა მემკვიდრეობით მიიღო გენი, რომელმაც მუტაცია განიცადა.

ანალიზის პასუხი:

  • დადებითი. პოზიტიური შედეგი იმას ნიშნავს, რომ BRCA1 და BRCA2 მუტირებული გენები გაქვთ და სხვებთან შედარებით საკვერცხის ან ძუძუს კიბოს განვითარების რისკ-ჯგუფში ხართ. თუმცა დადებითი პასუხი არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად კიბო ჩამოგიყალიბდებათ;
  • უარყოფითი. ნეგატიური შედეგი ცხადყოფს, რომ ლაბორატორიულმა კვლევამ თქვენს ორგანიზმში ვერ იპოვა BRCA გენი, რომელსაც მუტაცია ექნებოდა განცდილი. ტესტის პასუხი ჭეშმარიტად უარყოფითია თუ თქვენს ორგანიზმში ვერ აღმოაჩინეს ის სპეციფიკური BRCA მუტირებული გენი, რომელიც უკვე იდენტიფიცირდა ნათესავის სხეულში;
  • საეჭვო, ბუნდოვანი პასუხი. ამ შედეგს ვდებთ მაშინ, როდესაც კვლევის დროს ვაწყდებით ისეთ გენეტიკურ ვარიაციას, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს დაკავშირებული კიბოს განვითარების რისკთან. საჭირო ხდება დამატებითი კვლევები.

რას გთავაზობთ აი-ლაბ ლაბორატორია?

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ გენეტიკურ გამოკვლევას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაადგინოთ ატარებთ თუ არა მუტირებულ გენს.

ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში გელით უსაფრთხო და კომფორტული გარემო.

ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დროს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: ilabgeo@gmail.com

კლინიკები

ტეგები: