აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორია საქართველოში - ლაბორატორიაში მიიღებთ უტყუარ, ზუსტ პასუხს.
ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დროს, კვირის ნებისმიერ დღეს.
ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი ყველა პროტოკოლი, გელით უსაფრთხო და კომფორტული გარემო.
რა მიზნით ტარდება გენეტიკური ანალიზი?
გენეტიკური ტესტირების მიზანია განისაზღვროს სიმსივნური უჯრედების დნმ შეიცავს თუ არა გენის მუტაციას ან სხვა პათოლოგიურ ცვლილებებს - ნებისმიერი ცვლილება შესაძლოა გახდეს როგორც დაავადების ჩამოყალიბების, ისე უკვე დიაგნოსტირებული კიბოს ზრდის მაპროვოცირებელი რისკ-ფაქტორი.
ფილტვის კიბოს გენეტიკური კვლევისას შესაძლოა იდენტიფიცირდეს განკურნებადი მუტაცია, ანუ დროულად დიაგნოსტირდეს ისეთი პათოლოგიური პროცესი, რომლის ადრეულ სტადიაზე მართვა თუ სრული განკურნება სავსებით შესაძლებელია - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში ონკოლოგი შეარჩევს ისეთ სამკურნალო თერაპიას, რომელიც უშუალოდ პაციენტის გენეტიკური პათოლოგიისთვისაა მოწოდებული.
მედიკოსების განმარტებით, ფილტვის კიბო ვლინდება მაშინ, როდესაც გენეტიკური მუტაციის გამო ფილტვებში უჯრედები უკონტროლოდ მრავლდება.
როცა გენი ექცევა გარემოში არსებული ტოქსინების ზეგავლენის ქვეშ ან უჯრედის დაყოფა არასწორი გზით მიმდინარეობს, მუტაციის რისკი იზრდება.
გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი ფილტვის კიბოს მუტაცია - აღნიშნული მუტაცია მშობლიდან შვილს გადაეცემა, შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება ფილტვის კიბოთი ავადობის რისკი.
ფილტვის კიბოს შეძენილი მუტაციის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შემდეგი რისკ-ფაქტორები:
- თამბაქო;
- ჰაერის დაბინძურება;
- რადონის გაზით, აზბესტით და სხვა კარცინოგენებით მოწამვლა;
- ზოგიერთი მეტალი ან ქიმიური ნივთიერება;
- ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია;
- ფილტვის დაავადებები (ტუბერკულოზი, ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება).
გენეტიკა
როცა ფილტვის კიბოთი ავადობს მშობელი, ძმა ან და, პიროვნების ორგანიზმში დაავადების ჩამოყალიბების რისკი ორჯერ ან სამჯერ უფრო მაღალია.
თუმცა ეს მხოლოდ რისკ-ფაქტორია და სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ რადგან თქვენი ოჯახის წევრს ეს დიაგნოზი დაუსვეს, თქვენც კიბოთი დაავადდებით.
მკითხველმა კარგად უნდა გააცნობიეროს თუ რას ნიშნავს კიბოთი ავადობის ოჯახური ანამნეზი - ეს არის საყურადღებო რისკ-ფაქტორი, რომლის დახმარებითაც რიგი საპრევენციო მეთოდებით დაავადების თავიდან არიდება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ ექიმმა უნდა იცოდეს თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი ავადობდა თუ არა ფილტვის კიბოთი.
რა უნდა იცოდეთ ფილტვის კიბოს შესახებ?
ფილტვის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეა, რომლის პირველადი კერაც ფილტვშია.
ონკოლოგების განმარტებით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის ფილტვის კიბო წამყვან ადგილზეა.
დაავადების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს თამბაქოს მოხმარება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის კიბოთი ავადობენ ის ადამიანებიც, რომელთაც არასდროს მოუწევიათ.
ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო
ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს დიაგნოზი ხშირია მწეველ პაციენტებში - იშვიათად, რომ არამწეველ ადამიანს დაუდგინდეს.
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო
ამ ტიპის კიბო ფილტვის კიბოს რამდენიმე ფორმას აერთიანებს და მოიცავს:
- ბრტყელუჯრედოვან კარცინომას;
- ადენოკარცინომას;
- მსხვილუჯრედოვან კარცინომას.
ფილტვის კიბოს მთავარ გამომწვევ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს თამბაქო. რისკ-ჯგუფში შედის ე.წ. პასიური მწეველიც, ანუ ადამიანი, რომელიც თავად არ ეწევა, თუმცა სხვის კვამლს ჩაისუნთქავს.
ონკოლოგები ადასტურებენ, რომ ფილტვის კიბო ზოგჯერ იმ ადამიანებსაც უვითარდებათ, რომლებიც არ არიან მწეველები და არც ე.წ. მეორეულ კვამლს სუნთქავენ. მათი განმარტებით, მსგავს კლინიკურ შემთხვევებში კიბოს განვითარების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ფილტვის კიბოს სიმპტომები
სამწუხაროდ, ადრეულ სტადიაზე დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადამიანს წარმოდგენა არ აქვს კიბოთი რომ ავადობს.
ფილტვის კიბოს პროგრესირებასთან ერთად ვლინდება სიმპტომები და კერძოდ:
- ხველა;
- სისხლიანი ნახველი;
- სუნთქვის გაძნელება, სუნთქვის უკმარისობა;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- ხრიალი, ხმის ჩახლეჩა, ხრიწინი;
- უმიზეზო, აუხსნელი წონის კლება;
- ძვლის ტკივილი;
- თავის ტკივილი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: ilabgeo@gmail.com