თირეოპეროქსიდაზა არის ენზიმი, რომელიც წარმოიქმნება ფარისებრ ჯირკვალში.
აღნიშნული ენზიმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავების პროცესში.
თირეოპეროქსიდაზას მიმართ ანტისხეულები ყალიბდება პაციენტის ორგანიზმში. ამ კლინიკურ შემთხვევებში ანტისხეულები ფუნქციონირებს საკუთარი უჯრედების წინააღმდეგ, ანუ იმუნიტეტი შეცდომით საკუთარ ფარისებრ ჯირკვალს იღებს მიზანში და ვნებს მას.
რას ნიშნავს თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში?
ეს არის ლაბორატორიული ტესტი, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება სისხლში არსებული ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზას მიმართ. იგი ცნობილია Anti tpo ანალიზის სახელწოდებითაც.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დიაგნოსტირების დროს, როგორც წესი, სხვა ანალიზებთან ერთად ინიშნება Anti tpo კვლევაც - ამ გზით ექიმი ადგენს დაავადების გამომწვევ მიზეზს.
სისხლში თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა იმის ნიშანია, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გამოწვეულია ისეთი ავტოიმუნური დარღვევით როგორიცაა ჰაშიმოტოს დაავადება ან გრეივსის დაავადება.
ანტისხეულების მაღალი ტიტრი იმაზე მიუთითებს, რომ დაავადება განსაკუთრებით მძიმეა ან პროგნოზია ცუდი. ამასთან, ანალიზის საფუძველზე (როცა ტესტით დასტურდება თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები) მკურნალი ექიმი პერიოდულად ამოწმებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, რადგან პათოლოგიური პროცესის გამო სავსებით მაღალია ამ ენდოკრინული ორგანოს დაქვეითების რისკი.
რა არის ავტოიმუნური დარღვევა?
ავტოიმუნური დაავადება არის პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც იმუნიტეტი გამოიმუშავებს ანტისხეულებს და ნორმალურ, ჯანსაღ ქსოვილზე ზრუნვის ნაცვლად მას შეცდომით თავს ესხმის, ვნებს.
ზიანდება თითქმის ყველა ორგანო თუ სისტემა, მაგრამ განსაკუთრებით ზარალდება ფარისებრი ჯირკვალი.
როცა ანტისხეულის თავდასხმის სამიზნე ფარისებრი ჯირკვალია, ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის არეში შეინიშნება შესიება/შეშუპება და მცირდება მისი სათანადოდ ფუნქციონირების უნარი.
ექიმმა Anti tpo ანალიზი შეიძლება დაუნიშნოს იმ ორსულსაც, რომელსაც აქვს ავტოიმუნური დაავადება და ამ პათოლოგიურ პროცესში ჩართულია ფარისებრი ჯირკვალი.
აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია ლაბორატორიული ანალიზით ნამდვილად დადასტურდეს სისხლში თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები, თუმცა ადამიანს არ ჰქონდეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. მსგავს კლინიკურ შემთხვევებში, მედიკოსთა შეფასებით, თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი მომავალში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის მაღალი რისკის წინაშეა (რისკ-ჯგუფი).
საყურადღებო სიმპტომები
Anti tpo კვლევა რეკომენდებულია თუ შენიშნეთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა და განსაკუთრებით მაშინ თუ დარღვევის მიზეზი ჰაშიმოტოს დაავადება ან გრეივსის დაავადებაა.
საყურადღებო სიმპტომებია:
- წონის მატება ან წონის კლება;
- დაღლილობა;
- თმის ცვენა;
- სიცივის მიმართ დაქვეითებული ამტანობა;
- არარეგულარული მენსტრუაცია;
- დეპრესია;
- სახსრების ტკივილი;
- შეკრულობა;
- თვალების წინ წამოწევა;
- ხელების კანკალი;
- სიცხის მიმართ დაქვეითებული ამტანობა;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემა;
- მომატებული გულის შეკუმშვების სიხშირე;
- ჩიყვი.
რას გთავაზობთ აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია?
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრას სისხლში.
ულტრათანამედროვე აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიაში ანალიზის ღირებულება 35 ლარია.
გაიგეთ სწორი დიაგნოზი - მიიღეთ სანდო და უტყუარი კვლევის პასუხი!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: ilabgeo@gmail.com