HTI CENTER-ის და სამედიცინო ველნეს-კურორტ ბიოლის ერთობლივი შეთავაზება:
7 დღე - 8002 ლარი (ფასი არ მოიცავს სასტუმროს ნომერს).
პროგრამა „ჯანმრთელობის რესურსების მართვა“
ახალგაზრდობის გახანგრძლივებისა და დაავადებების პრევენციისთვის, ადამიანის ჯანმრთელობის რესურსების სწორ მართვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ბიოლის მაღალკვალიფიციური ექიმები, ჯანმრთელობის რესურსების შესაფასებლად, ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებენ და გაჯანსაღების ინდივიდუალურ სტრატეგიას ქმნიანა. პროგრამის სრული კურსის ჩატaრების შემდგომ მცირდება მძიმე, ქრონიკული დაავადებების რისკი და მაქსიმალურად იზრდება სასიცოცხლო პოტენციალი.
7 დღეში გადანაწილებულია შემდეგი პროცედურები:
- ჯანმრთელობის რესურსების დიაგნოსტიკა;
- ანტიოქსიდაციური შეფუთვა;
- ბიო-იდენტური სასიგნალო თერაპია;
- თავ-კისრის მასაჟი
- კინეზიოთერაპია;
- კოლხური მასაჟი;
- კონტრასტული შხაპი;
- იმპულსური მაგნიტოთერაპია;
- ნეიროსედაციური მასაჟი;
- პოზიტიური ფსიქოლოგიური სეანსი;
- სკანდინავიური ჯოხებით სიარული;
- სუნთქვითი ვარჯიშები;
- ტანის მაქსიფლექსი;
- ფიტო აბაზანა;
- ქვემო კიდურების კრიო შეფუთვა;
- შეფუთვა დეტოქს ეფექტით;
- შეფუთვა მკვებავი ეფექტით;
- შთაბეჭდილებების შხაპი;
- ძვალ სახსროვანი ვარჯიშები;
- წყლის ველოსიპედი;
- ხირომასაჟი;
- ჰალოთერაპია;
- ჰიმოლიმფოდრენაჟი;
პროგრამაში ასევე შედის სამჯერადი კვების მენიუ ქართული ენდემური ფიტოელემენტების დანამატებით.
ბიოლი - ეს არის სამედიცინო გამაჯანსაღებელი კურორტი კოჯორში, თბილისიდან 15 კმ-ში. კომპლექსი განთავსებულია ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, რეკრეაციულ ზონაში. ბიოლის სამკურნალო - გამაჯანსაღებელი კონცეფცია უჯრედულ დონეზე გამოკვლევებს გულისხმობს, რაც რათქმაუნდა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ტარდება. კომპლექსური მკურნალობა კი რისკ-ფაქტორების აღმოჩენის და შედეგად ბევრი დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოფხვრის საშუალებას იძლევა. კურორტზე დიდი ყურადღება ექცევა ჯანსაღ კვებას. კერძებში გამოიყენება ადგილობრივ ფერმებში მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. სამკურნალო პროგრამა 3 სხვადასხვა მიმართულებით ტარდება და მინიმუმ 7 დღეზეა გათვლილი.
ბიოლის შემადგენლობაშია ასევე სასტუმროს 2 ადგილიანი ნომრები და 11 კოტეჯი. გრანდ პრემიუმ კოტეჯის ღირებულება 2922 ლარს შეადგენს, პრემიუმ კოტეჯის - 1166 ლარს, ხოლო ორ ადგილიან ნომერში განთავსება 532 ლარად არის შესაძლებელი.
იმისათვის, რომ აღნიშნული შეთავაზებით ისარგებლოთ, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ, ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ნომერზე: (+995) 595 38 00 38.