თუ ჭამის შემდეგ გული გიჩქარდებათ

თუ ჭამის შემდეგ გული გიჩქარდებათ

კვების შემდეგ გულისცემის აჩქარების გამომწვევი მიზეზები.

ჭამის შემდეგ გრძნობთ, რომ გული ჩვეულზე უფრო სწრაფად ფეთქავს?

საკვების მიღების შემდეგ აჩქარებული გულისცემის შესაძლო მიზეზებია:

  •  რაციონი არ შედგება ან მცირე რაოდენობით მოიცავს კალიუმით მდიდარ პროდუქტებს;
  •  ორგანიზმს წყალი აკლია;
  •  კუჭი საკვებით ზედმეტად გადაივსეთ;
  •  თუ გაქვთ ჰიპოგლიკემია (როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმაზე დაბალია) მაღალია რისკი, რომ კვების რაციონის   გამო გული აგიჩქარდეთ. მოერიდეთ ნახშირწყლებით მდიდარ საკვებსა და სასმელს, დამუშავებულ შაქარს;
  •  აჩქარებული გულისცემის მიზეზი შესაძლოა იყოს ალკოჰოლი;
  •  შესაძლოა მიზეზი იყოს კვებითი ალერგია ან კვებითი მგრძნობელობა. ცხარე საკვები ყველაზე ხშირი რისკ-ფაქტორია;
  •  აკონტროლეთ მარილის დოზა;
  •  გულის რიტმზე გავლენას ახდენს ემოციური განწყობა. სავსებით შესაძლებელია კვების პროცესში გრძნობდით შფოთვას   ან იმყოფებოდით სტრესულ გარემოში, რაც საბოლოოდ აჩქარებული გულისცემით გამოიხატა;
  •  არ არის გამორიცხული მიზეზი კოფეინის შემცველი სასმელი იყოს;
  •  ზოგჯერ გამომწვევი მიზეზია კვების წინ თუ შემდეგ თამბაქოს მოწევა.

წყარო:
https://www.healthline.com/health/heart-disease/heart-palpitations-after-eating