კვების შემდეგ გულისცემის აჩქარების გამომწვევი მიზეზები.
ჭამის შემდეგ გრძნობთ, რომ გული ჩვეულზე უფრო სწრაფად ფეთქავს?
საკვების მიღების შემდეგ აჩქარებული გულისცემის შესაძლო მიზეზებია:
- რაციონი არ შედგება ან მცირე რაოდენობით მოიცავს კალიუმით მდიდარ პროდუქტებს;
- ორგანიზმს წყალი აკლია;
- კუჭი საკვებით ზედმეტად გადაივსეთ;
- თუ გაქვთ ჰიპოგლიკემია (როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმაზე დაბალია) მაღალია რისკი, რომ კვების რაციონის გამო გული აგიჩქარდეთ. მოერიდეთ ნახშირწყლებით მდიდარ საკვებსა და სასმელს, დამუშავებულ შაქარს;
- აჩქარებული გულისცემის მიზეზი შესაძლოა იყოს ალკოჰოლი;
- შესაძლოა მიზეზი იყოს კვებითი ალერგია ან კვებითი მგრძნობელობა. ცხარე საკვები ყველაზე ხშირი რისკ-ფაქტორია;
- აკონტროლეთ მარილის დოზა;
- გულის რიტმზე გავლენას ახდენს ემოციური განწყობა. სავსებით შესაძლებელია კვების პროცესში გრძნობდით შფოთვას ან იმყოფებოდით სტრესულ გარემოში, რაც საბოლოოდ აჩქარებული გულისცემით გამოიხატა;
- არ არის გამორიცხული მიზეზი კოფეინის შემცველი სასმელი იყოს;
- ზოგჯერ გამომწვევი მიზეზია კვების წინ თუ შემდეგ თამბაქოს მოწევა.
წყარო:
https://www.healthline.com/health/heart-disease/heart-palpitations-after-eating