როდესაც ხორხისკენ მიმავალი ნერვული იმპულსები ზიანდება, ხმოვანი იოგების დამბლა ვითარდება.
ხშირად ექიმებმა პათოლოგიური პროცესის ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ იციან.
შესაძლო ხელშემწყობი მიზეზებია:
- ქირურგიული ჩარევის დროს ხმოვანი იოგების დაზიანება;
- ტრავმა კისრის ან გულმკერდის არეში;
- ინსულტი;
- სიმსივნე;
- ინფექცია;
- ნევროლოგიური მდგომარეობები.
დიაგნოსტირება
დამბლის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ექიმი შეისწავლის სამედიცინო ისტორიას, სიმპტომებს, ცხოვრების წესს, მოისმენს ხმას, გაარკვევს თუ რამდენი ხანია გაწუხებთ აღნიშნული პრობლემა.
დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა დაინიშნოს ლარინგოსკოპია, ლარინგეალური ელექტრომიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან საყლაპავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობის მეთოდები
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და სიმპტომების სიმწვავეზე.
მკურნალობისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ხმის თერაპია, ინექცია, ქირურგიული ჩარევა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vocal-cord-paralysis/diagnosis-
treatment/drc-20378878