დაავადება ხშირია 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში.
პოლიმიალგია რევმატიკას დროს პირი უჩივის კუნთის ტკივილსა და დაჭიმულობას.
გამომწვევი მიზეზი
დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები.
გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი
მიუხედავად იმისა, რომ ორივე სხვადასხვა დაავადებაა, პოლიმიალგია რევმატიკა და გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი ბევრი საერთო მახასიათებლით გამოირჩევა.
ფაქტია, რომ როდესაც ადამიანს ერთი დაავადების (ან პოლიმიალგია რევმატიკა, ან გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი) დიაგნოზი აქვს, მეორე პათოლოგიის სიმპტომებიც უვითარდება.
გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი იწვევს არტერიების ამომფენი გარსის ანთებას.
დაავადების დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- თავის ტკივილი;
- ტკივილი ყბის არეში;
- მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები;
- მომატებული მგრძნობელობა სკალპზე.
არანამკურნალებელ კლინიკურ შემთხვევებში მნიშვნელოვნად იზრდება ინსულტისა და მხედველობის დაკარგვის რისკი.
პოლიმიალგია რევმატიკას განვითარების რისკ-ფაქტორებია:
- ასაკი (ხანდაზმულთა დაავადებად ითვლება. დიაგნოზი ხშირია 70-დან 80 წლამდე ასაკის პირებში);
- სქესი (ქალები გაცილებით ხშირად ავადობენ).
გართულებული კლინიკური შემთხვევები
დაავადების სიმპტომები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, ყოველდღიური ცხოვრების რიტმზე.
დაავადების გამო ადამიანს შესაძლოა უჭირდეს:
- ლოგინიდან, სკამიდან თუ ავტომობილის სავარძლიდან წამოდგომა;
- აბაზანის მიღება;
- თმის დავარცხნა;
- ჩაცმა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/polymyalgia-
rheumatica/symptoms-causes/syc-20376539