მგლურა - რატომ ყალიბდება ავტოიმუნური დაავადება?

მგლურა - რატომ ყალიბდება ავტოიმუნური დაავადება?

რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?

მგლურა ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის გამოც ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის საკუთარ ჯანმრთელ ქსოვილებსა და ორგანოებს.

დაავადების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები.

სხვებთან შედარებით პათოლოგიის განვითარების რისკი მაღალია მგლურას მიმართ მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობის მქონე პირებში. მაგალითად, რისკ-ჯგუფში მყოფი პირის ორგანიზმში მგლურა ყალიბდება მაშინ, როდესაც ადამიანი
კონტაქტში შედის დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებთან.

სამწუხაროდ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მგლურას ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება.

დაავადების ჩამოყალიბების რისკი მაღალია შემდეგი ფაქტორების გამო:

  •  მზის სხივები;
  •  ინფექციები;
  •  ზოგიერთი მედიკამენტი.

რისკ-ფაქტორებია:

  • სქესი (სტატისტიკურად, ქალები უფრო ხშირად ავადობენ);
  • ასაკი (დიაგნოზი ხშირია 15-დან 45 წლამდე ასაკის პირებში).

გართულებული კლინიკური შემთხვევები

მგლურათი გამოწვეული ანთებითი პროცესი უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მგლურას გამო სავსებით შესაძლებელია დაზიანდეს შემდეგი ორგანოები:

  •  თირკმელი;
  •  ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა;
  •  სისხლძარღვები;
  •  ფილტვები;
  •  გული.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/lupus/symptoms-causes/syc-20365789