ლიპომა - როგორ მკურნალობენ ცხიმოვან ამობურცულობას?

ლიპომა - როგორ მკურნალობენ ცხიმოვან ამობურცულობას?

ლიპომა ნელა მზარდი ცხიმოვანი ამობურცულობაა, რომელიც ყველაზე ხშირად ჩნდება კანსა და კუნთის შრეს შორის.

დიაგნოსტირება

ლიპომას დიაგნოსტირების პირველი მეთოდი, რასაკვირველია, ფიზიკური გამოკვლევაა.

შემდეგ შესაძლოა დაინიშნოს:

  •  ბიოფსია ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით;
  •  თუ ლიპომა დიდი ზომისაა ექიმი საჭიროდ ჩათვლის მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

ლიპომა არ არის კიბო და ძირითადად, უვნებელია, შესაბამისად, მკურნალობის საჭიროება დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც დიდი ზომისაა ან პაციენტს აწუხებს.

ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ ლიპომას მსგავსი შეშუპება ლიპოსარკომის კიბოს ფორმა იყოს.

მკურნალობის მეთოდი

ჩვეულებრივ, ლიპომა არ საჭიროებს მკურნალობას.

თუმცა თუ გაწუხებთ, ზომაში იზრდება ან მტკივნეულია რეკომენდებულია ამოიკვეთოს.

მკურნალობის მეთოდებია:

  •  ქირურგიული ამოკვეთა;
  •  ლიპოსაქცია.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/lipoma/diagnosis-treatment/drc-
20374474