გასტროეზოფაგური რეფლუქსი - ჭამის შემდეგ გულძმარვა,  ყლაპვის გაძნელება და სხვა სიმპტომები

გასტროეზოფაგური რეფლუქსი - ჭამის შემდეგ გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება და სხვა სიმპტომები

რა არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი?

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება (გერდი) ვითარდება მაშინ, როდესაც კუჭის მჟავა საყლაპავში, უკან ბრუნდება. მჟავა რეფლუქსი აღიზიანებს საყლაპავის ამომფენ ზედაპირს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გასტროეზოფაგური რეფლუქსის მართვა შესაძლებელია ცხოვრების წესის ცვლილებითა და მედიკამენტებით, თუმცა ზოგჯერ იმდენად მწვავედ მიმდინარეობს, რომ სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭიროა გაცილებით ძლიერი წამლები თუ ქირურგიული ოპერაცია.

პათოლოგიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  •  გულძმარვა, ჩვეულებრივ, ჭამის შემდეგ. მდგომარეობა მწვავდება ღამით;
  •  გულმკერდის ტკივილი;
  •  ყლაპვის გაძნელება;
  •  ყელში ბურთის შეგრძნება;
  •  პაციენტი უკან არწყევს საკვებს ან სითხეს.

თუ მჟავა რეფლუქსი ღამით გაწუხებთ, შეტევა გამოვლინდება შემდეგი ნიშნებით:

  •  ქრონიკული ხველა;
  •  ლარინგიტი;
  •  ასთმა, რომელიც ახალი აღმოცენებულია ან სახეზეა უკვე დიაგნოსტირებული ფორმის გამწვავება;
  •  ძილთან დაკავშირებული პრობლემები.

გამომწვევი მიზეზი

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების გამომწვევი მიზეზია ხშირი მჟავის რეფლუქსი.

დაავადების ჩამოყალიბების რისკი იზრდება შემდეგი ფაქტორების გამო:

  •  სიმსუქნე;
  •  საყლაპავის თიაქარი;
  •  ორსულობა;
  •  სკლეროდერმა.

ეს ფაქტორები ამწვავებს, ამძიმებს მჟავა რეფლუქსის მიმდინარეობას:

  •  თამბაქო;
  •  გვიან ღამით კვება;
  •  საკვების დიდი ულუფა;
  •  რაციონში ცხიმიანი ან შემწვარი პროდუქტები;
  •  ალკოჰოლი, ყავა;
  •  გარკვეული მედიკამენტები.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gerd/symptoms-causes/syc-20361940