რამდენიმე ნიშანი, რომ ქალს აღარ უყვარხართ

რამდენიმე ნიშანი, რომ ქალს აღარ უყვარხართ

რამდენიმე საყურადღებო ნიშანი.

როდესაც ქალი პარტნიორის მიმართ გრძნობას კარგავს, აღარ ინტერესდება მისი ცხოვრებით - დიახ, აღარ იზრუნებს თქვენზე, არც იმაზე შეწუხდება დაშვებულ შეცდომებზე მიგითითოთ.

როგორი მნიშვნელოვანი სიახლეც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში ქალი იფიქრებს, რომ ეს მას აღარ ეხება, შესაბამისად, დეტალებით ნაკლებად დაინტერესდება.

ამასთან, თუ ქალი აღარ ცდილობს დრო გაატაროს თქვენ გვერდით, სავარაუდოდ, სასიყვარულო ურთიერთობა უკვე დასრულდა ან მალე დასრულდება.

გაითვალისწინეთ, თუ ქალს მოსწონხართ აუცილებლად გამოიჩენს ინიციატივას და წამოიწყებს საუბარს, მაგალითად, თუნდაც შეგაქებთ სოციალურ ქსელში; როდესაც ურთიერთობის გაგრძელების აზრს ვეღარ დაინახავს, სავსებით შესაძლებელია შეტყობინებაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე წუთიც კი ვერ გამონახოს.

სხვა საყურადღებო ნიშნებია:

  •  როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოთ და როგორც არ უნდა გიხდებოდეთ ახალი პერანგი მას თავს ვეღარ მოაწონებთ. აღარც გარეგნობით იხიბლება და არც სულიერი სამყარო აღელვებს;
  •  დაიღალა ძალისხმევით, დაკარგა ინიციატივის გამოჩენის სურვილი, აღარ ცდილობს გაალამაზოს სასიყვარულო ურთიერთობა;
  •  კომუნიკაცია შეწყდა, თითქოს უცნობები შეიკრიბეთ ოთახში;
  •  არ ინტერესდება როგორ გუნება-განწყობილებაზე ხართ, რას გრძნობთ;
  •  აღარ ცდილობს თქვენს გაბედნიერებას, გამხიარულებას;
  •  შეწყვიტა თქვენზე ზრუნვა;
  •  ყურადღებას აღარ გაქცევთ.

წყარო:
https://www.elcrema.com/10-ways-women-act-when-they-dont-love-you-anymore/