სამწუხაროდ, ყველა რომანტიკული ურთიერთობა არ გვირგვინდება სასურველი ფინალით.
ზოგჯერ პარტნიორს არ სურს თვალი გაუსწოროს რეალობას, ნებისმიერი შესაძლო გზით ცდილობს ურთიერთობის შენარჩუნებას, თუმცა მცდელობა უშედეგოა, რადგან კაცმა უკვე დიდი ხანია ინტერესი დაკარგა და გრძნობაც გაცივდა.
პირველი ნიშანია კომუნიკაციის ნაკლებობა. კომუნიკაციის, საუბრის გარეშე სასიყვარულო ურთიერთობა, ფაქტობრივად, განწირულია.
თუ ჯერ საქმე სრულ იგნორამდე არ მისულა, სავარაუდოდ, ამ არასასიამოვნო მომენტამდე დიდი დრო არაა დარჩენილი, მაგალითად, აღარ ინტერესდება თუ როგორ ჩაიარა თქვენმა სამუშაო დღემ ან ვერც კი შეამჩნია ვარცხნილობა რომ შეიცვალეთ? თუ თქვენს გაგზავნილ შეტყობინებას საერთოდ არ უპასუხა ან იმდენად უღიმღამო ტექსტი მიიღეთ სჯობდა საერთოდ არაფერი დაეწერა, სასიყვარულო ურთიერთობა ნამდვილად ჩიხშია.
სხვა საყურადღებო ნიშნებია:
- თავს გარიდებთ;
- გაქვთ შეგრძნება თითქოს რაღაცას გიმალავთ;
- სრულიად უმიზეზოდ ბრაზდება;
- ყურადღებას ან საერთოდ არ გაქცევთ, ან თქვენთვის მხოლოდ მცირე დრო ემეტება;
- ავიწყდება ყველა ის მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ მოვლენა, რომელიც თქვენ გიკავშირდებათ;
- საზოგადოებაში ისე იქცევა თითქოს მარტოხელა მამაკაცი იყოს;
- არ უფრთხილდება თქვენს გრძნობებს;
- სხვა ქალებს გადარებთ და თუნდაც ყოფილს;
- დაშვებულ შეცდომებზე ბოდიშს არ იხდის.
წყარო:
https://thedailyspice.com/signs-he-doesnt-love-you-anymore/