როგორ ავირიდოთ თავიდან ყელის ტკივილი?
პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა მოერიდოთ ყელის ტკივილის გამომწვევ მიკრობებსა თუ ბაქტერიებს. ბაქტერიებისგან თავის დაცვის საშუალება პირად ჰიგიენაზე ზრუნვაა.
გირჩევთ:
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით;
- ხელებს უნდა იბანდეთ მინიმუმ 20 წამის განმავლობაში;
- არ შეეხოთ თითებით თვალებს, ცხვირისა და პირის ღრუს;
- მოერიდეთ საერთო ჭიქიდან თუ თეფშიდან საკვებისა და სასმელის მიღებას;
- თუ ისეთ ადგილზე იმყოფებით, სადაც ფიზიკურად ვერ ახერხებთ ხელების საპნითა და წყლით დაბანას, კიდურები დაიმუშავეთ სადეზინფექციო საშუალებით (აფთიაქში შეიძენთ შესაბამის ხსნარს);
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნუ შეეხებით ნივთებს;
- რეგულარულად უნდა გაწმინდოთ მყარი ზედაპირები (მობილური ტელეფონების ეკრანი, კარის სახელური, კომპიუტერის კლავიატურა და სხვა);
- მოერიდეთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებიც გაციებულები არიან ან აქვთ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sore-throat/symptoms-
causes/syc-20351635