რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?
ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომი კომპლექსური მდგომარეობა, სიმპტომების ერთობლიობაა.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბების მიზეზი ტვინის სტრუქტურული დაზიანება ან ნეიროტრანსმიტერების კონცენტრაციის ცვლილებაა, რომელსაც შერყევა იწვევს.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიმპტომები ფსიქოლოგიურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სიმპტომების ჩამოყალიბებაში ჩართულია როგორც ტვინის ტრავმა, ისე ემოციური რეაქცია.
სიმპტომების ჩამოყალიბების რისკი მაღალია ხანდაზმულ ასაკში. დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია ქალებში.
ტვინის შერყევის შემდგომი სინდრომის სპეციფიკური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომურია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/post-concussion-syndrome/diagnosis-
treatment/drc-20353357