რა არის პერიკორონიტი?
პერიკორონიტი სიბრძნის კბილის გარშემო ღრძილის ქსოვილის ანთებაა. პერიკორონიტის მკურნალობა აუცილებელია, რადგან იწვევს არაერთ სერიოზულ გართულებას.
მწვავე პერიკორონიტის სიმპტომებია:
- სიცხე;
- ძლიერი ტკივილი უკანა კბილების არეში;
- ღრძილის ქსოვილის სიწითლე და შეშუპება;
- ჩირქი;
- დისკომფორტი ყლაპვის დროს;
- ტრიზმი;
- ლიმფური კვანძების შეშუპება.
ქრონიკული პერიკორონიტის სიმპტომებია:
- მსუბუქი, დროებითი ტკივილი უკანა კბილებში;
- უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
- უსიამოვნო გემო.
პერიკორონიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზია კბილის ჩაჭედვა. როდესაც კბილი ნაწილობრივაა ღრძილში ჩაჭედილი, ბაქტერია მრავლდება და შეშუპების, ანთებითი პროცესის რისკი იზრდება.
რისკ-ფაქტორებია:
- ასაკი (20-დან 30 წლამდე);
- სიბრძნის კბილი ბოლომდე არ არის ამოჭრილი, ამოზრდილი;
- იმყოფებით ძლიერი სტრესის ქვეშ;
- ზედმეტი ღრძილის ქსოვილი გაქვთ;
- ორსული;
- არ იცავთ პირის ღრუს ჰიგიენას.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24142-pericoronitis
