განავალში მცირე რაოდენობით ლორწო ნორმალურია, თუმცა დაავადების ნიშანია თუ დიდი დოზითაა.
ნაწლავისთვის ლორწო მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, მაგალითად, ებრძვის ბაქტერიას, ჩართულია ენზიმებისა და მჟავას მონელების პროცესში, განავალს ორგანიზმიდან გამოდევნაში ეხმარება.
ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ სიმპტომებს:
- ლორწოს მომატებული რაოდენობა;
- სისხლი განავალში;
- მუცლის ტკივილი, სპაზმი ან შებერილობა;
- განავალს უეცრად შეეცვალა ფერი, სიხშირე ან კონსისტენცია.
განავალში ლორწოს შესაძლოა იწვევდეს შემდეგი დაავადებები:
- კრონის დაავადება;
- წყლულოვანი კოლიტი;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- ნაწლავის ინფექცია;
- კოლორექტალური კიბო;
- პროქტიტი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/310101
