თუ ფეხის ტერფი ცივი გაქვთ - მკურნალობა სახლის  პირობებში

თუ ფეხის ტერფი ცივი გაქვთ - მკურნალობა სახლის პირობებში

გასწავლით რამდენიმე ეფექტურ საშუალებას.

გთხოვთ, პირველ რიგში გაითვალისწინოთ, რომ ცივი ტერფი ზოგჯერ სერიოზული დაავადების სიმპტომია და თუ ეს დისკომფორტი ქრონიკულად გაწუხებთ აუცილებელია მიმართოთ ექიმს - მედიკოსი შესაბამისი დიაგნოსტირების საფუძველზე დასვამს დიაგნოზს, დანიშნავს მკურნალობის კურსს.

თუ ტერფი ცივი გაქვთ ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო სახლში მკურნალობა შესაძლებელია.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მეთოდს:
• ივარჯიშეთ, ისეირნეთ - ორგანიზმი უნდა გახურდეს, სისხლმა ქვედა კიდურებში იმოძრაოს;
• ჩაიცვით თბილი წინდები;
• ოთახში, სადაც დიდ დროს ატარებთ, ხალიჩა დააგეთ, ფეხები მოარიდეთ ცივ იატაკს;
• თქვენი სახლის ფეხსაცმელი უნდა იყოს კომფორტული და თბილი;
• ცივი ტერფების გათბობის სწრაფი მეთოდია აბაზანა. 10-15 წუთის განმავლობაში ტერფები ჩააწყვეთ თბილ წყალში. ეს მეთოდი გამოიყენეთ ძილის წინ - თბილი, სასიამოვნო ტემპერატურის წყალი კუნთების მოდუნებასა და დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/320327