ჯილეხი - რა სიმპტომებით ვლინდება მძიმე ინფექციური  დაავადება?

ჯილეხი - რა სიმპტომებით ვლინდება მძიმე ინფექციური დაავადება?

რა არის ჯილეხი?

ჯილეხი იშვიათი, მაგრამ სერიოზული, მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია სახელწოდებით ანთრაქსის ბაცილა.

როგორც წესი, ჯილეხით ავადდება შინაური პირუტყვი, ხოლო ადამიანს გადაეცემა ინფიცირებულ ცხოველთან პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტის გზით. ჯილეხის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების ფაქტი დადასტურებული არ არის.

როგორც წესი, ბაქტერია ორგანიზმში კანზე არსებული ჭრილობიდან აღწევს. ამასთან, სავსებით შესაძლებელია დაინფიცირდეთ თუ ინფიცირებულ ხორცს შეჭამთ ან სპორას ჩაისუნთქავთ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯილეხი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა და აუცილებელია პაციენტი დროულად მოთავსდეს კლინიკაში; ანტიბიოტიკებით დროული მკურნალობის შემთხვევაში ჯილეხის ინფექციის წარმატებით განკურნება შესაძლებელია, თუმცა ინჰალაციური ფორმის მართვა გაცილებით რთულია და სამწუხაროდ, შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

სიმპტომები

არსებობს ჯილეხით ინფიცირების ოთხი მთავარი გზა და თითოეული ფორმა განსხვავებული ნიშნებითა და სიმპტომებით ვლინდება.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სიმპტომები ჩნდება ინფიცირებიდან 6 დღის განმავლობაში, ხოლო ინჰალაციური ჯილეხის შემთხვევაში სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს 6 კვირის შემდეგაც კი.

კანის ჯილეხის სიმპტომებია:

  •  ამობურცული კანი, რომელიც იწვევს ქავილის გრძნობას და მწერის ნაკბენის მსგავსია. სწრაფად ყალიბდება უმტკივნეულო წყლულად, რომელსაც შავი შეფერილობის ცენტრი აქვს;
  •  შეშუპება, შესიება წყლულის არეში და ლიმფურ ჯირკვლებთან ახლოს;
  •  ზოგჯერ ჩნდება გრიპის მსგავსი სიმპტომები, მაგალითად, სიცხე და თავის ტკივილი.

კუჭ-ნაწლავის (საჭმლის მომნელებელი სისტემის) ჯილეხის სიმპტომებია:

  •  გულისრევა;
  •  ღებინება;
  •  მუცლის ტკივილი;
  •  თავის ტკივილი;
  •  მადის დაკარგვა;
  •  სიცხე;
  •  ძლიერი, სისხლიანი დიარეა (დაავადების გვიან სტადიაზე);
  •  ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება;
  •  შესიებული კისერი.

ინჰალაციური ჯილეხის სიმპტომებია:

  •  გრიპის მსგავსი სიმპტომები (ყელის ტკივილი, მსუბუქი სიცხე, დაღლილობა, კუნთის ტკივილი) რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში;
  •  მსუბუქი დისკომფორტი გულმკერდის არეში;
  •  სუნთქვის უკმარისობა;
  •  გულისრევა;
  •  სისხლიანი ნახველი;
  •  ტკივილი ყლაპვის დროს;
  •  მაღალი სიცხე;
  •  სუნთქვის გაძნელება;
  •  შოკი;
  •  მენინგიტი.

ინექციური ჯილეხის სიმპტომებია:

  •  სიწითლე ინექციის ადგილზე (დაზიანებული არე არ შავდება, მუქდება);
  •  ძლიერი, შესამჩნევი შეშუპება;
  •  შოკი;
  •  სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა;
  •  მენინგიტი.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/anthrax/symptoms-causes/syc-
20356203