რა არის ძილის ცენტრალური აპნოე?
ძილის ცენტრალური აპნოე არის დარღვევა, რომლის გამოც ძილში სუნთქვა განმეორებით წყდება და შემდეგ ისევ იწყება, გრძელდება.
როდესაც თავის ტვინი სუნთქვის მაკონტროლებელი კუნთების მიმართულებით ნორმალურ, სათანადო იმპულსს ვერ აგზავნის, ძილის ცენტრალური აპნოე ყალიბდება; იგი განსხვავდება ძილის ობსტრუქციული აპნოესგან და შედარებით იშვიათი ფორმაა.
ძილის ცენტრალური აპნოე შესაძლოა სხვა დაავადებების (გულის უკმარისობა და ინსულტი) შედეგი იყოს. ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი მაღალმთიან რეგიონში ძილია.
მკურნალობისთვის აუცილებელია დადგინდეს გამომწვევი მიზეზი და შესაბამისად, მოხდეს რისკ-ფაქტორის მართვა - საჭიროა სუნთქვის დამხმარე მოწყობილობა ან პაციენტისთვის დამატებითი ჟანგბადის მიწოდება.
ძილის ცენტრალური აპნოეს სიმპტომებია:
- ძილში სუნთქვის შეჩერების ან სუნთქვის პათოლოგიური ფორმის ეპიზოდები;
- ადამიანი უეცრად იღვიძებს და გრძნობს სუნთქვის უკმარისობას;
- უძილობა;
- ძილიანობა დღის განმავლობაში;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- გუნება-განწყობილების ცვლილება;
- თავის ტკივილი დილით;
- ხვრინვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის გამო გაწუხებთ ქრონიკული დაღლილობა, ძილიანობა ან ხართ გაღიზიანებული.
მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ (ან თქვენმა პარტნიორმა შეამჩნია) ძილის ცენტრალური აპნოესთვის დამახასიათებელი შემდეგი სიმპტომები:
- სუნთქვის უკმარისობა, რომელიც გაღვიძებთ;
- ძილში სუნთქვის პაუზა;
- გიჭირთ დაძინება;
- ძლიერი ძილიანობა დღის განმავლობაში, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ჩაძინების ეპიზოდები მუშაობის, ტელევიზორის ყურებისა თუ ავტომობილის მართვის დროს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/central-sleep-apnea/symptoms-
causes/syc-20352109