ალერგია რძეზე

ალერგია რძეზე

რძის ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

რა არის რძის ალერგია?

რძეზე ალერგია ორგანიზმის იმუნური სისტემის პათოლოგიური რეაქციაა რძესა და რძის შემცველ პროდუქტებზე. იგი ყველაზე გავრცელებული ალერგიაა ბავშვებში.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში რეაქციას იწვევს ძროხის რძე.

როგორც წესი, ალერგიული რეაქცია რძის მიღებიდან მალევე ჩნდება. სიმპტომები შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე. ზოგჯერ რძის ალერგია იწვევს ანაფილაქსიას.

მკურნალობის ძირითადი მეთოდია პრევენცია, ანუ ალერგიული ადამიანი უნდა მოერიდოს რძეს.

აღსანიშნავია, რომ ბევრ ბავშვს მოზრდილ ასაკში რძეზე ალერგია უქრება, თუმცა თუ პირს ზრდასრულ ასაკშიც კი აწუხებს რეაქცია, აუცილებელია დაიცვას ორგანიზმი და არ დალიოს რძე, არ მიიღოს რძის პროდუქტები.

რძის მიღებისთანავე შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:

  •  ჭინჭრის ციება;
  •  ხრიალი, ხიხინი;
  •  ქავილი ან ჩხვლეტა ტუჩის გარშემო;
  •  ტუჩის, ენის ან ყელის შეშუპება;
  •  ხველება ან სუნთქვის უკმარისობა;
  • ღებინება.

რძის მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ალერგიული ნიშნები:

  • თხიერი განავალი ან დიარეა, რომელიც მოიცავს სისხლს;
  •  მუცლის სპაზმი, კრუნჩხვა;
  •  სურდო;
  •  ცრემლდენა თვალებიდან;
  •  კოლიკა (ბავშვებში).

რძეზე ალერგია თუ რძის აუტანლობა?

ნამდვილი რძის ალერგია განსხვავდება რძის ცილის აუტანლობისა და ლაქტოზის აუტანლობისგან.

რძის მიმართ აუტანლობის დროს რეაქციაში არ არის ჩართული იმუნური სისტემა და მკურნალობის კურსიც განსხვავებულია.

რძის ცილის ან ლაქტოზის მიმართ აუტანლობის დროს ადამიანს, ძირითადად, აწუხებს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები (შებერილობა, აირები, დიარეა).

 

 

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/milk-allergy/symptoms-
causes/syc-20375101