რა არის სლოკინი?
სლოკინი დიაფრაგმის უნებლიე შეკუმშვაა - დიაფრაგმა კი კუნთია, რომელიც გულმკერდს მუცლის ღრუდან გამოყოფს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სუნთქვაში.
ყოველ შეკუმშვას მოსდევს ხმოვანი იოგების უეცარი დახურვა, რის შედეგადაც სლოკინისთვის დამახასიათებელი ხმა ჩნდება.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სლოკინი რომელიმე დაავადების სიმპტომია. უმეტესად სლოკინი რამდენიმე წუთით გრძელდება და იშვიათად რომ ადამიანს მთელი თვის განმავლობაში აწუხებდეს. ხანგრძლივი სლოკინის ფონზე იზრდება წონის კლებისა და დაღლილობის, დაუძლურების რისკი.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გასლოკინებთ 48 საათზე მეტი დროის განმავლობაში ან სლოკინი იმდენად მწვავე ფორმითაა გამოხატული, რომ გიქმნით კვებასთან, ძილთან თუ სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
გამომწვევი მიზეზი
თუ გასლოკინებთ 48 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- გაზიანი სასმელი;
- ჭარბი დოზით ალკოჰოლი;
- ზედმეტი კვება;
- აღელვება ან ემოციური სტრესი;
- ტემპერატურის უეცარი ცვლილება;
- საღეჭი რეზინის ღეჭვის ან კანფეტის გამო ჩაყლაპული ჰაერი.
თუ გასლოკინებთ 48 საათზე მეტი დროის განმავლობაში გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ნერვის დაზიანება ან გაღიზიანება;
- ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები;
- მეტაბოლური დარღვევები ან წამლები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hiccups/symptoms-causes/syc-
20352613