შუახნის ასაკის კრიზისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური დისბალანსით გამოიხატება.
შუახნის ასაკის კრიზისი მამაკაცებში უმეტესად ამ სიმპტომებით ვლინდება:
- ადრე სამსახურში მისვლა უხაროდა და სახლშიც თავს კომფორტულად გრძნობდა, თუმცა ახლა საყვარელი საქმიანობაც კი მოსაწყენად ეჩვენება. მოუსვენარია, შფოთავს ან სრულიად გულგრილია;
- ზოგიერთმა მამაკაცმა შესაძლოა პარტნიორს უღალატოს. შუახნის ასაკის კრიზისში მყოფი კაცი თვლის, რომ მეუღლეს სიმპტომურად გამოვლენილი ცვლილებების არ ესმის, კომუნიკაცია წყდება და ჰორიზონტზეც ახალი პარტნიორი ჩნდება;
- • კაცმა შეიძლება სრულიად მოულოდნელად მიიღოს იმპულსური გადაწყვეტილება ფულისა და კარიერის მიმართ, მაგალითად, ერთ დღესაც გადაწყვეტს რომ ახალი საქმე უნდა შეისწავლოს ან ახალი ავტომობილი შეიძინოს მიუხედავად იმისა, რომ დანაზოგით ბანკის ვალს თუ სხვადასხვა გადასახადს იხდით;
- ნახევარი ცხოვრება მის გვერდით გაატარეთ და ისიც კი არ ადარდებდა თუ რა ფერის პერანგი ჩაეცვა ოფისში? ახლა მოემზადეთ დრამატული ცვლილებებისთვის, მაგალითად, შეიძლება მოირგოს ახალი სტილი, გაატაროს ჩვეულზე დიდი დრო სარკის წინ და დეტალურად შეისწავლოს გარეგნობა, გადაწყვიტოს ჩაიტაროს ცხვირის პლასტიკური ოპერაცია და სხვა;
- დაკარგა ინტერესი პარტნიორის მიმართ, ინტიმური კავშირის სურვილი აღარ აქვს;
- ჭარბი დოზით ალკოჰოლს სვამს;
- შეამჩნიეთ, რომ საყვარელ მამაკაცს დეპრესიისთვის დამახასიათებელი კლასიკური ნიშნები აქვს;
- მუდმივად იხსენებს ახალგაზრდობას, ფაქტობრივად, ნოსტალგია აქვს. წარმოიდგენს თუ როგორ განვითარდებოდა მისი ცხოვრება 25 წლის ასაკში სხვა გადაწყვეტილება რომ მიეღო და არც პირველ სიყვარულზე საუბარს ერიდება.
წყარო:
https://www.today.com/health/8-warning-signs-your-man-having-midlife-crisis-
t116892#anchor-
strong8Heisoverlynostalgicandconstantlyreminiscingabouthisyouthorhisfirstlove
strong