ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია კლინიკათა ქსელი Humanitas

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია კლინიკათა ქსელი Humanitas

ჩვენი ორგანიზაციის ახალი პარტნიორია იტალიური კლინიკა, სამეცნიერო ცენტრი და უნივერსიტეტი Humanitas.

იგი წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ კვლევით, სამკურნალო და საგანმანათლებლო ცენტრს არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მსოფლიოში, რომელიც 30 წელზე მეტია ზრუნავს პაციენტთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

მაღალკვალიფიციური ექიმები მართავენ ყველა პროფილის დაავადებას.

კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით.

აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოს რადიოთერაპიის დეპარტამენტში ონკოლოგიურ დაავადებებს მკურნალობენ ყველაზე თანამედროვე მეთოდებით. ცენტრში დანერგილია რობოტული ქირურგია.

კლინიკის ბაზაზე მომავალი ექიმები ეუფლებიან სამედიცინო განათლებას და საშუალება ეძლევათ, დაესწრონ ცნობილი პროფესორების ლექციებს.

ცნობისათვის, იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ორგანიზაციას მიანიჭა კვლევითი კლინიკის სტატუსი.

კლინიკა ემსახურება უცხოელ პაციენტებსაც. სამედიცინო ტურიზმის ფარგლებში Humanitas-ის ექიმებმა უმკურნალეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ 20 000-ზე მეტ ადამიანს.

კლინიკის ფილიალები იტალიის 5 ქალაქში მდებარეობს.