რატომ არის სასარგებლო B ვიტამინი?
ვიტამინი B სხვადასხვა ტიპის ვიტამინს მოიცავს, რომელიც ერთად ჯამში ცნობილია B კომპლექსის სახელწოდებით. კომპლექსი 8 სახის ვიტამინს შეიცავს და თითოეულ მათგანს სხვადასხვა ფუნქცია აკისრია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმში.
B კომპლექსის ვიტამინების დეფიციტის დროს ირღვევა ორგანოების, უჯრედების სათანადოდ ფუნქციონირების პროცესი, შესაბამისად, იზრდება სხვადასხვა დაავადებისა თუ მდგომარეობის განვითარების რისკი.
B ვიტამინის დეფიციტი უარყოფითად აისახება გულის, ტვინისა და სხვა ორგანოების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მნიშვნელოვნად ქვეითდება როგორც ცხოვრების ხარისხი, ისე მენტალური მდგომარეობა.
B6 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომებია:
- ინფექციებით ხშირი ავადობა;
- შეშუპებული, მგრძნობიარე ენა;
- კანზე წყლულების გაჩენა;
- დაღლილობა;
- ხელებისა და ფეხების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება;
- დეპრესია, შფოთვა, გაღიზიანება;
- წითელი გამონაყარი, რომელიც იწვევს ქავილს;
- კრუნჩხვა;
- კონცენტრაციის დაქვეითება.
B9 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები:
- დაღლილობა;
- გაცილებით მეტი ჭაღარა თმა;
- ენაზე გაჩენილი ჭრილობები;
- ენის შეშუპება;
- სისუსტე;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ფერმკრთალი კანი;
- გაღიზიანება.
B12 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები:
- ხელებსა და ფეხებში დაბუჟების შეგრძნება;
- დაღლილობა;
- სისუსტე;
- გუნება-განწყობილების ცვლილება;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- თავბრუსხვევა;
- ფერმკრთალი კანი.
B კომპლექსის ვიტამინების გავლენა ჯანმრთელობაზე:
- ორგანიზმში გამოიმუშავებს ქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისთვის;
- ჩართულია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესში;
- აძლიერებს იმუნიტეტს, ეხმარება იმუნური სისტემის ანტისხეულებს სათანადოდ იმუშაონ ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ;
- აუმჯობესებს თმის, კანის, ფრჩხილების სტრუქტურას და სხვა.
B ვიტამინის დეფიციტის გამო შესაძლოა ჩამოყალიბდეს გარკვეული მდგომარეობები:
- ჩხვლეტის შეგრძნება ხელების, ფეხების არეში;
- პერიფერიული ნეიროპათია;
- ფსიქოზი;
- გულის შეტევა;
- ინსულტი.
წყარო:
https://www.everlywell.com/blog/b-vitamins/4-top-causes-of-vitamin-b-deficiency/