პრედიაბეტი - საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა დიაბეტის ჩამოყალიბების მიზეზი გახდეს

პრედიაბეტი - საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა დიაბეტის ჩამოყალიბების მიზეზი გახდეს

რა არის პრედიაბეტი?

პრედიაბეტი ნიშნავს, რომ სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მაღალია. შაქრის მაჩვენებელი შესაძლოა იმდენად მომატებული არ იყოს რომ დიაბეტი ტიპი ორის დიაგნოზი დაისვას, თუმცა ამ მდგომარეობის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია - თუ პაციენტის ცხოვრების წესი არ შეიცვლება, სავსებით შესაძლებელია დიაბეტი ტიპი 2 განვითარდეს.

პრედიაბეტის გამო, სამწუხაროდ, მოსალოდნელია ორგანიზმში დაიწყოს ისეთი სახიფათო ცვლილებები, რომელიც საბოლოოდ გულის, სისხლძარღვებისა და თირკმლის დაზიანების მიზეზი გახდეს.

მედიკოსები ადასტურებენ, რომ პრედიაბეტის დროული მართვის შემთხვევაში დიაბეტის პრევენცია და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია.

სისხლში შაქრის დონის ნორმალურ მაჩვენებელზე დაბრუნების ეფექტური მეთოდებია: ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვების რაციონი, ნორმალური (რეკომენდებული) წონის შენარჩუნება.

სიმპტომები

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პრედიაბეტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გავრცელებული ნიშანია სხეულის გარკვეული ადგილების (კისერი, იღლია, იდაყვი, მუხლი) გამუქება.

წარმოგიდგენთ კლასიკურ სიმპტომებს, რომელიც მიგანიშნებთ, რომ პრედიაბეტიდან დიაბეტი ტიპი 2 ჩამოყალიბდა, ანუ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადაინაცვლეთ:

  •  გაძლიერებული წყურვილის გრძნობა;
  •  ხშირი შარდვა;
  •  ძლიერი შიმშილის გრძნობა;
  •  დაღლილობა;
  •  ბუნდოვანი მხედველობა.

გამომწვევი მიზეზი

პრედიაბეტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახური ანამნეზი და გენეტიკა.

ამასთან, ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია არააქტიური ცხოვრების წესი და ჭარბი წონა (ზედმეტი ცხიმი მუცლის არეში).

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/prediabetes/symptoms-causes/syc-
20355278