„ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი“- ს მოწვევით 13 მაისს თბილისში, „კლინიკა “აი-ლაბ"-ში ჩატარდება ონკოლოგის კონსულტაცია.
„ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი“-ს მოწვევით, 13 მაისს თურქი ექიმი-ონკოლოგი კვლავ სტუმრად ეწვევა საქართველოს.
პროფესორი ოზლემ ერი არის აჯიბადემის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის შინაგანი მედიცინისა და ონკოლოგიის პროფესორი, აჯიბადემის კლინიკათა ქსელის, მასლაკის ჰოსპიტალის ექიმი-ონკოლოგი;
მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების მიერ, დოქტორი ოზლემ ერი, აღიარებულია როგორც ონკოლოგიური დარგის თვალსაჩინო წარმომდგენელი - დამსახურებული ავტორიტეტითა და უდიდესი მიღწევებით!
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი ოზლემ ერი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებულ „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ჩაატარებს კონსულტაციებს. იგი გაგვიზიარებს თურქეთის უმსხვილეს, აჯიბადემის კლინიკათა ქსელში დანერგილ უახლეს სამედიცინო მიდგომებს ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტირებისა და შემდგომში სწორი მკურნალობის მიზნით.
დარწმუნებულები ვართ, რომ „ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი“-სა და „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ ერთობლივი ძალისხმევის წყალობით ექიმი ოზლემ ერის ვიზიტი საქართველოში სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 595 38 00 38