თუ სირბილი დიდად არ გხიბლავთ, ეს სტატია ნამდვილად გაგახარებთ.
როგორც წესი, როდესაც ადამიანს ზედმეტი წონის დაკლება სურს და საქმე ფიზიკურ აქტივობამდე მივა, პირველი რაც ვარჯიშის შესახებ ახსენდება სირბილია.
რასაკვირველია, სირბილი ძალიან სასარგებლოა და ეფექტურად გეხმარებათ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში, თუმცა იმიტომ რომ სირბილი არ გიყვართ თუ არ შეგიძლიათ, სავსებით შესაძლებელია სხეულის გარშემოწერილობის კორექციის სურვილიც კი დაკარგოთ. თუმცა წარმოგიდგენთ ვარჯიშის სხვა მეთოდებსაც, რომელიც დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში გაცილებით მეტი კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ.
სირბილის დროს ნახევარი საათის განმავლობაში 298 კალორიას ემშვიდობებით.
ახლა გეტყვით თუ რამდენ კალორიას დაწვავთ 30 წუთში სხვა ტიპის ვარჯიშით:
- ლახტით ხტუნვა - 372 კალორია;
- ცურვა - 409 კალორია;
- კლდეზე ცოცვა - 409 კალორია;
- ველოსიპედით სეირნობა - 614 კალორია;
- სტეპ-აერობიკა - 372 კალორია;
- ელიფსური ვარჯიში - 335 კალორია;
- ხელბურთი - 446 კალორია.
ბონუსი დედებისთვის
თუ სახლში პატარა ადამიანები გყავთ, სპორტდარბაზის აბონემენტის შეძენა ნამდვილად არ დაგჭირდებათ, რადგან ბავშვებთან ერთსაათიანი თამაშის დროს ზრდასრული 372 კალორიას წვავს.
წყარო:
https://brightside.me/inspiration-health/8-exercises-that-burn-more-fat-than-
running-800130/