ყვავილების გამორჩეული დედოფალი სილამაზისა და რომანტიკის სიმბოლოა.
ვარდის წყალი ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და კულინარიაში. ვარდის წყალი და ეთერზეთი სხვადასხვა კოსმეტოლოგიური საშუალების შეუცვლელი შემადგენელი ნაწილია.
წარმოგიდგენთ ვარდის წყლის სასარგებლო თვისებებს:
- შეიცავს ანტიოქსიდანტებს, შესაბამისად, კანის უჯრედებს დაზიანებისგან იცავს, ამცირებს სიწითლეს. მოქმედებს როგორც ნაადრევი ნაოჭებისა და ხაზების საპრევენციო საშუალება. ვარდის წყალი ყველა ტიპის კანისთვისაა სასარგებლო - არის კარგი დამატენიანებელი;
- ვარდის წყალი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით - ყელის ტკივილის დროს დაგეხმარებათ ყელის გაღიზიანებული კუნთების მოდუნებაში, დისკომფორტის შემსუბუქებაში;
- ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებების მეშვეობით, დაგეხმარებათ ჭრილობების სწრაფად შეხორცებაში;
- აძლიერებს იმუნიტეტს, შესაბამისად, იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან;
- ვარდის წყალს სასიამოვნო სურნელი აქვს, რომლის შედეგიც ნამდვილად აისახება განწყობაზე. აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, გავსებთ პოზიტივით.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/320216#side-effects