დღეიდან ბანანის ქერქს აღარ გადაყრით

დღეიდან ბანანის ქერქს აღარ გადაყრით

ბანანი მდიდარია საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით.

ბანანი დიდი რაოდენობით შეიცავს B6 და B12 ვიტამინებს, მაგნიუმს, კალიუმს.

სავარაუდოდ, ამ გემრიელი ხილის მირთმევის შემდეგ ქერქს ურნაში ყრით, თუმცა დღეიდან, სტატიის წაკითხვის შემდეგ, ასე ნამდვილად აღარ მოიქცევით.

წარმოგიდგენთ ბანანის ქერქის სასარგებლო თვისებებს:

  •  ერთი წუთის განმავლობაში კბილებზე ქერქი შეიზილეთ და ნახავთ თუ როგორ გათეთრდება;
  •  ამცირებს ნაოჭებს;
  •  აყუჩებს ტკივილს. მაგალითად, თუ ნახევარი საათის განმავლობაში ბანანის ქერქს მტკივნეულ არეზე გაიჩერებთ, შვებას იგრძნობთ;
  •  ფსორიაზით დაზიანებულ ადგილზე დაიფინეთ ბანანის ქერქი - იგი მოქმედებს როგორც ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალება, ამასთან, ამცირებს ქავილს;
  •  თუ გსურთ 1 კვირაში აკნეს გამონაყარი შესამჩნევლად გაქრეს (ალაგდეს), გირჩევთ ქერქი კანზე შეიზილოთ, დაზიანებული არე ერთგვარი მასაჟით 5 წუთის განმავლობაში დაიმუშაოთ;
  •  თუ მწერის ნაკბენის გამო ძლიერი ქავილი გაწუხებთ, ბანანის ქერქი დისკომფორტს შეგიმსუბუქებთ;
  •  ბანანის ქერქი იდეალურად აპრიალებს ფეხსაცმელს (განსაკუთრებით ტყავის) და ვერცხლის აქსესუარებს.

წყარო:
https://www.stylecraze.com/articles/amazing-benefits-of-banana-peels/