როგორ ავირიდოთ თავიდან თმის დაყოფილი ბოლოები?
შეღებვა, უხეში ვარცხნა და სხვა რისკ-ფაქტორები მნიშვნელოვნად აზიანებს თმის ბოლოებს, ასუსტებს მას და დამცავ შრესაც აშორებს.
სამწუხაროდ, დაზიანებული ბოლოებისთვის ჯანსაღი იერის დაბრუნება ძალიან შრომატევადი საქმეა და ხშირად ერთადერთი გამოსავალი შეჭრა რჩება ხოლმე. თუ გრძელი თმა გხიბლავთ, სასურველია, იცოდეთ გარკვეული საპრევენციო მეთოდები, რომელიც თმას დაყოფისგან, დაზიანებისგან დაიცავს.
გირჩევთ:
- ზოგიერთ ადამიანს ჩვევა აქვს სველი თმა პირსახოცით ხახუნით გაიშროს. ამის ნაცვლად თმა ნაზად, პირსახოცში შეიფუთეთ და ისე გაიშრეთ;
- დავარცხნამდე აწეწილი თმა შეძლებისდაგვარად შეისწორეთ. გამოიყენეთ ფართოკბილიანი სავარცხელი;
- აუცილებელია თმის დატენიანება. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ თმის ნიღაბი. შეიძინეთ ნიღაბი, რომელიც შეიცავს ქოქოსის ზეთს, ალოე ვერას, თაფლს, ბანანს ან ზეითუნის ზეთს;
- დღის განმავლობაში თმას ზედმეტად ხშირად ნუ დაივარცხნით;
- თუ შეძლებთ ღამით აბრეშუმის ან სატინის ბალიშის პირზე დაიძინეთ;
- თმა შედარებით ნაკლებად რომ დაზიანდეს შეღებვას (და სხვა მსგავსი ტიპის პროცედურებს) შორის შეძლებისდაგვარად გაზარდეთ ინტერვალი.
წყარო:
https://www.healthline.com/health/how-to-prevent-split-ends#prevention-tips