ხმოვანი იოგების დამბლა

ხმოვანი იოგების დამბლა

რა სიმპტომებით ვლინდება ხმოვანი იოგების დამბლა?

ხმოვანი იოგების დამბლა ვითარდება მაშინ, როდესაც ხორხის ნერვული იმპულსები ზიანდება და შედეგად ხმოვანი იოგების დამბლა ყალიბდება.

დიაგნოზი გავლენას ახდენს საუბრის უნარზე და სუნთქვაზეც კი.

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია ქირურგიული ჩარევისას ნერვის დაზიანება, ვირუსული ინფექციები და ზოგიერთი ტიპის კიბო.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მკურნალობისას საჭიროა ოპერაცია და ზოგჯერ ხმის თერაპია.

ხმოვანი იოგების დამბლისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  •  ერთგვარი ხრინწიანი ხმა, ხმის ჩახლეჩა;
  •  ხმაურიანი სუნთქვა;
  •  ხმის დაკარგვა;
  •  სასმელის თუ საკვების მიღებისას დახრჩობის შეგრძნება ან ხველება;
  •  საუბრისას იძულებული ხართ ხშირად ჩაისუნთქოთ;
  •  ვერ საუბრობთ ხმამაღლა;
  •  ღებინების რეფლექსის დაქვეითება;
  •  გიჭირთ ეფექტურად დახველება.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ 2 კვირაზე მეტია გაწუხებთ აუხსნელი, მუდმივი ხმის ჩახლეჩა ან შენიშნეთ ხმის ცვლილება თუ დისკომფორტი, რომელსაც ვერაფერს უკავშირებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vocal-cord-paralysis/symptoms-
causes/syc-20378873