კუნთის ტკივილი და დაჭიმულობა

კუნთის ტკივილი და დაჭიმულობა

რა არის პოლიმიალგია რევმატიკა?

პოლიმიალგია რევმატიკა ანთებითი დაავადებაა, რომლის გამოც პაციენტი უჩივის კუნთის ტკივილსა და დაჭიმულობას, განსაკუთრებით თეძოსა და მხრის არეში.

პოლიმიალგია რევმატიკასთვის დამახასიათებელი სიმპტომები სწრაფად იწყება და დილით მწვავდება.

დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია 65 წელს გადაცილებულ პირებში. დაავადება იშვიათია 50 წლამდე ასაკის ადამიანებში.

პოლიმიალგია რევმატიკა უკავშირდება სხვა ანთებით მდგომარეობას, მაგალითად, გიგანტურუჯრედოვან არტერიტს.

პოლიმიალგია რევმატიკას დროს ჩნდება შემდეგი სიმპტომები:

  •  მხრის ტკივილი;
  •  ტკივილი კისრის, ზედა მხრის, დუნდულების, თეძოს არეში;
  •  დაჭიმულობა დაზიანებულ არეში, რომელიც განსაკუთრებით ხშირია დილით ან ხანგრძლივი უმოქმედობის (როცა ფიზიკურად არ ხართ აქტიური) შემდეგ.

შესაძლოა უჩიოდეთ ისეთ ზოგად სიმპტომებს როგორიცაა:

  •  მსუბუქი სიცხე;
  •  დაღლილობა;
  •  ზოგადი სისუსტე, შეგრძნება რომ რაღაც გაწუხებთ;
  •  მადის დაქვეითება;
  •  უმიზეზო, აუხსნელი წონის კლება;
  •  დეპრესია.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ ტკივილი და დაჭიმულობა არის შემდეგი ხასიათის:

  •  ახალია, გამოვლინდა ახლახანს;
  •  ხელს გიშლით მშვიდად დაძინებაში;
  •  შეგეზღუდათ ყოველდღიური ცხოვრების წესი, ყოველდღიური საქმიანობა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/polymyalgia-
rheumatica/symptoms-causes/syc-20376539