რა არის მგლურა?
მგლურა არის დაავადება, რომლის დროსაც იმუნიტეტი საკუთარ ქსოვილებსა და ორგანოებს ესხმის თავს, ანუ ავტოიმუნური მდგომარეობაა.
მგლურათი გამოწვეული ანთებითი პროცესი ვნებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემას, მაგალითად, კანს, სახსრებს, თირკმელს, სისხლის უჯრედებს, ტვინს, გულსა და ფილტვს.
მგლურას დიაგნოსტირება რთულია, რადგან სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა დაავადებების ნიშნებს.
მგლურას ყველაზე სპეციფიკური ნიშანი სახეზე გამონაყარია. გამონაყარი პეპლის ფრთის ფორმისაა.
ზოგიერთ პირს დაბადებიდან აქვს მგლურას განვითარების მაღალი რისკი, შესაბამისად, მიდრეკილების გამო, პროცესი შესაძლოა ჩამოყალიბდეს ისეთი რისკ-ფაქტორების ხელშეწყობით როგორიცაა ინფექცია, ზოგიერთი მედიკამენტი, მზის სხივები და სხვა.
მგლურას განკურნება შეუძლებელია, თუმცა მედიკამენტური თერაპიით დაავადების სიმპტომების მართვა შესაძლებელია.
მგლურას სიმპტომებია:
- დაღლილობა;
- სიცხე;
- სახსრების ტკივილი, გაშეშება, შეშუპება;
- პეპლის ფრთის ფორმის გამონაყარი ცხვირსა და ლოყებზე;
- კანის მდგომარეობა, სტრუქტურა მწვავდება მზის სხივების გამო;
- სტრესისა თუ სიცივის ფონზე ფეხისა და ხელის თითების გათეთრება ან გალურჯება;
- სუნთქვის უკმარისობა;
- გულმკერდის ტკივილი;
- თვალების სიმშრალე;
- თავის ტკივილი;
- დაბნეულობა და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/lupus/symptoms-causes/syc-
20365789