თანამედროვე ცხოვრების ტემპის პირობებში თვალების დაძაბულობა ხშირ ჩივილად იქცა.
გარკვეული მეთოდებით თვალის დაძაბულობის, თვალის გადაღლის სიმპტომების შემსუბუქება ან პრევენცია შესაძლებელია.
რეკომენდებულია:
- ტელევიზორის ყურებისას სასურველია ოთახში მსუბუქი განათება იყოს;
- კითხვისას სინათლის წყარო ზურგსუკან უნდა გქონდეთ, სინათლე პირდაპირ გვერდს უნდა ეცემოდეს. სინათლე თვალებში არ უნდა განათებდეთ;
- რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შესვენება აუცილებელია. დასვენების პერიოდში თვალები მოარიდეთ ეკრანს;
- მაქსიმალურად შეზღუდეთ ეკრანთან ყოფნის დრო (ეს რჩევა განსაკუთრებით ეხება ბავშვებს);
- გამოიყენეთ ხელოვნური ცრემლი;
- ოთახში, სადაც დიდ დროს ატარებთ, ჯანსაღი ჰაერი უნდა იყოს;
- შეარჩიეთ უშუალოდ თქვენი თვალებისთვის განკუთვნილი დამცავი სათვალე;
- ხშირად დაახამხამეთ თვალები;
- ყოველ 20 წუთში და მინიმუმ 20 წამის განმავლობაში თვალები მოარიდეთ სამუშაო მონიტორს;
- კომპიუტერის ეკრანზე არ უნდა გქონდეთ კაშკაშა სინათლე;
- თუ სინათლე გჭირდებათ, მაგიდისთვის განკუთვნილი სანათი ჩართეთ, კომპიუტერის ეკრანს სიკაშკაშეს ნუ შემატებთ;
- არ დადგათ კომპიუტერი ფანჯრის წინ, მოერიდეთ ფონად თეთრ კედელს;
- მუშაობისას ჩამოაფარეთ ფარდა ან ჟალუზი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/eyestrain/diagnosis-
treatment/drc-20372403