თუ უძილობა გაწუხებთ!

თუ უძილობა გაწუხებთ!

უძილობა (ინსომნია) უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.

თუ ინსომნია დიდი ხანია გაწუხებთ, გირჩევთ დასახმარებლად სპეციალისტს მიმართოთ, რადგან ძილის დარღვევა დროულ და ეფექტურ მართვას საჭიროებს.

     სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე მეთოდს, რომელმაც შესაძლოა ძილის ხარისხი გააუმჯობესოს:   

  1. სასურველია ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ;
  2. საძინებელში ტემპერატურა და სინათლე ისე დაარეგულირეთ, რომ მაქსიმალურად მშვიდი ატმოსფერო შეიქმნას;
  3. დარწმუნდით, რომ ლოგინი კომფორტულია;
  4. დაძინებაში რეგულარული, ყოველდღიური ვარჯიში დაგეხმარებათ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გვიან საღამოს, დაძინებამდე ფიზიკური აქტივობა რეკომენდებული არაა;   
  5. საღამოს მოერიდეთ კოფეინის შემცველ სასმელს. მოდუნებაში დაგეხმარებათ მცენარეული ჩაი;
  6. თუ მშვიდად დაძინება გსურთ, გვიან ღამით არ გაეკაროთ საკვებსა და ალკოჰოლს;
  7. როგორც წესი, ძილის პრობლემებს იწვევს თამბაქო;
  8. დაძინებამდე შეგიძლიათ მიიღოთ თბილი აბაზანა, მოუსმინოთ სასიამოვნო მელოდიას, დაკავდეთ იოგათი და სხვა;
  9. ზოგჯერ ადამიანი იმიტომ ვერ იძინებს, რომ ლოგინში მოდუნების ნაცვლად მეორე დღეს შესასრულებელ საქმეებზე დარდობს. ვიდრე დაწვებით, ფურცელზე ჩამოწერეთ ყველა ის საკითხი (ერთგვარი სამოქმედო გეგმა), რომელიც უნდა შეასრულოთ;
  10. თუ ვერ იძინებთ ლოგინიდან ადექით. გადით საძინებლიდან, დაკავდით ისეთი საქმიანობით, რომელიც რელაქსაციაში დაგეხმარებათ. როგორც კი იგრძნობთ რომ დაიღალეთ, საძინებელში დაბრუნდით.  

წყარო:

https://www.nhs.uk/live-well/sleep-and-tiredness/10-tips-to-beat-insomnia/