რა გართულებები ჩნდება მაშინ, როდესაც ორგანიზმს  ვიტამინები აკლია?

რა გართულებები ჩნდება მაშინ, როდესაც ორგანიზმს ვიტამინები აკლია?

ვიტამინები აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.

ვიტამინების დეფიციტის გამო ჯანმრთელობის პრობლემების რისკი იზრდება, განვიხილოთ დეტალურად.

ორსულობის გართულებები

თუ ორსულის ორგანიზმში რეკომენდებული დოზით ფოლატი არ არის მნიშვნელოვნად იზრდება ნაადრევი მშობიარობის რისკი.

მოგეხსენებათ, განვითარებადი (განვითარების პროცესში მყოფი) ნაყოფი ვიტამინებსა და მინერალებს დედის მეშვეობით ითვისებს. როდესაც ფოლატი საკმარისი არაა, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ტვინის ან ზურგის ტვინის დეფექტები.

სწორედ ამიტომ აუცილებელია თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა რეგულარულად შეამოწმებინოთ მკურნალ მეან-გინეკოლოგს, გაითვალისწინოთ ექიმის ყველა რეკომენდაცია.

ნერვული სისტემის დარღვევები

B-12 ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ნერვული სისტემისთვის.

ამ ვიტამინის დეფიციტის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ნევროლოგიური პრობლემების რისკი, მაგალითად, შესაძლოა შეამჩნიოთ ხელებისა და ფეხების მუდმივი კანკალი, ბალანსის შენარჩუნების პრობლემა, მენტალური დაბნეულობა, გულმავიწყობა.

არანამკურნალებელ კლინიკურ შემთხვევებში ნევროლოგიური გართულებები მუდმივ ხასიათს შეიძენს.

სურავანდი

ეს არის მწვავე დაავადება, რომელიც ყალიბდება C ვიტამინის დეფიციტის გამო.

დაავადების დროს ვლინდება ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ჰემორაგიული გამონაყარი, სისხლდენა ღრძილებიდან, სახსრებისა და კიდურების ტკივილი, საერთო სისუსტე, შინაგან ორგანოებში სისხლჩაქცევა და სხვა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vitamin-deficiency-
anemia/symptoms-causes/syc-20355025