რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზის შესახებ?
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა შესაძლოა ჩამოყალიბდეს იმ ნებისმიერი სტრესული მოვლენის გამო, რომლის უშუალო მონაწილეც ან თავად ხართ, ან თუნდაც ამ ამბავს შეიტყობთ (მაგალითად, მოვლენა ხშირად უკავშირდება სერიოზულ ტრავმას, ადამიანის სიკვდილს, სექსუალურ ძალადობას და სხვა).
ფსიქოლოგებმა ზუსტად არ იციან თუ რატომ ემართება ერთ პირს აშლილობა, ხოლო სხვას არა.
როგორც სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროსაც, ხელშემწყობი ფაქტორები კომპლექსურია, მაგალითად:
- ცხოვრებისეული სტრესული გამოცდილება, მაგალითად, სერიოზული ტრავმა;
- თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი მენტალური ჯანმრთელობის რისკი (შფოთვისა და დეპრესიის ოჯახური ანამნეზი);
- ტემპერამენტი, თანდაყოლილი პიროვნული თვისება;
- გზა თუ როგორ არეგულირებს ტვინი იმ ჰორმონებსა და ქიმიურ ნივთიერებებს, რომელსაც ორგანიზმი სტრესის დროს გამოიმუშავებს.
რისკ-ფაქტორები
ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაუსვან პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი.
გარკვეული ფაქტორების ფონზე, ტრავმული მოვლენის გამო, აშლილობის რისკი იზრდება.
ეს რისკ-ფაქტორებია:
- განიცდით ინტენსიურ ან ხანგრძლივი დროით მიმდინარე ტრავმას;
- ცხოვრების ადრეულ ეტაპზე გადაიტანეთ ტრავმა, მაგალითად, ბავშვობაში ძალადობა;
- გაქვთ ისეთი ტიპის საქმე, რომლის გამოც სხვებთან შედარებით გაცილებით დიდი რისკი გაქვთ ტრავმული შემთხვევის მომსწრე გახდეთ;
- გაქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მაგალითად, შფოთვა ან დეპრესია;
- სვამთ დიდი დოზით ალკოჰოლს ან მოიხმართ ნარკოტიკს;
- არ გრძნობთ მხარდაჭერას ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან;
- გყავთ სისხლით ნათესავები, რომლებიც ავადმყოფობენ მენტალური დაავადებებით.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ყველაზე ხშირად ყალიბდება შემდეგი მოვლენის გამო:
- ბავშვობაში განცდილი ფიზიკური ძალადობა;
- სექსუალური ძალადობა;
- ფიზიკური ძალადობა, თავდასხმა;
- უბედური შემთხვევა;
- იარაღით დამუქრება;
- ხანძარი;
- ბუნებრივი კატასტროფა;
- ქუჩის ძარცვა;
- გატაცება;
- სამედიცინო დიაგნოზი (ზოგიერთი პაციენტი გარკვეულ დაავადებაზე მძაფრად რეაგირებს) და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/post-traumatic-stress-
disorder/symptoms-causes/syc-20355967