ტკივილი ფიზიკური აქტივობის დროს

ტკივილი ფიზიკური აქტივობის დროს

რა არის დისექციური ოსტეოქონდრიტი?

დისექციური ოსტეოქონდრიტი სახსრების დაავადებაა, რომლის დროსაც სახსრის ხრტილი კვდება სისხლის არასათანადო მიმოქცევის გამო.

დაავადება ხშირია ბავშვებსა და ახალგაზრდებში. სიმპტომები ჩნდება სახსარზე მიყენებული ტრავმის ფონზე და რამდენიმე თვის შემდეგაც კი, როდესაც პირი ფიზიკურად დაიტვირთება.

ძირითადად, ზიანდება მუხლი, თუმცა დისექციური ოსტეოქონდრიტი შესაძლოა ასევე გაჩნდეს იდაყვის, კოჭისა და სხვა სახსრის არეშიც.

ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც აშრევებული ფრაგმენტი გადაადგილდება და მოყვება სახსრის მოძრავ ელემენტებს შორის ან როცა ტკივილი იძენს მუდმივ ხასიათს.

სიმპტომები

სიმპტომატიკა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი სახსარია დაზიანებული.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  •  ფიზიკური აქტივობის ფონზე აღმოცენებული ტკივილი;
  •  სახსრის გარშემო კანი შეშუპებული და მგრძნობიარეა;
  •  სახსრის გატკაცუნება ან ერთგვარი ჩაკეტვა;
  •  სახსრის სისუსტე;
  •  მოძრაობის უნარის შეზღუდვა.

დისექციური ოსტეოქონდრიტის ჩამოყალიბების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გასათვალისწინებელია გენეტიკური წინასწარგანწყობა.

ამასთან, შესაძლო გამომწვევი მიზეზია სისხლის მიწოდების შეზღუდვა ძვლის გარკვეულ ფრაგმენტში და ამის მიზეზი განმეორებითი ტრავმაა (რისკი იზრდება უმნიშვნელო დაზიანების გამოც კი).

დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია იმ ბავშვებსა და მოზარდებში (10-დან 20 წლამდე ასაკის პირები), რომლებიც აქტიურ სპორტს მისდევენ.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/osteochondritis-
dissecans/symptoms-causes/syc-20375887